მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 14:15

14. I know, and am persuaded by the Lord Jesus, that there is nothing unclean of itself: but to him that esteemeth any thing to be unclean, to him it is unclean.15. But if thy brother be grieved with thy meat, now walkest thou not charitably. Destroy not him with thy meat, for whom Christ died.16. Let not then your good be evil spoken of:
Romans თავი 14
15. But if thy brother be grieved with thy meat, now walkest thou not charitably. Destroy not him with thy meat, for whom Christ died.
თავი ი̂თ. სიწმიდისათჳს და მშჳდობისა და ჭამადთათჳს და მარხვისა და დღეთა და უშფოთველისა სიწმიდისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ საჭმლისათჳს ძმაჲ იგი შენი წუხდეს, არღარა სიყუარულით ხუალ (14,15).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ არარაჲსა ვთქუ შეგინებულ ყოფაჲ დამტკიცებით რწმუნებითა უფლისა მიერ იესუჲსსა, არამედ შენ ნუცა ეგრეთ აყუედრებ ჯერეთ ჰურიაობასავე მას, რომელი-იგი მათებრ ჰყოფს განყენებასა რომელთამე საჭმელთაგან, რამეთუ მეშინის, ნუუკუე უზომოებითა მხილებისა და ყუედრებისაჲთა არა ხოლო საჭმელთათჳს ვერ განჰმართო, არამედ კუალად დამტევებელ ჰყო სარწმუნოებასა ქრისტესსა, და ესრეთ უყუარულობაჲ დაგესაოს სიფიცხით განრველსა ძმისასა, რამეთუ მე უწყი, ვითარმედ უკუეთუ ოდენ შენ სიყუარულით ხჳდოდი, მან წარგიმართოს ყოველივე კეთილი.

თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნურაღამცა უკუე ურთიერთას განვიკითხავთ, არამედ ესე საჯეთ უფროჲსად, რაჲთა არა შეამთხჳოთ დაბრკოლებაჲ გინა საცთური ძმასა. ვიცი და მრწამს უფლისა მიერ იესუ ქრისტესა, რამეთუ არარაჲ შეგინებულ არს თავით თჳსით, გარნა თუ რომელი-იგი შე-ვინმე-ჰრაცხოს შეგინებულად, იგი არს შეგინებულ. ხოლო უკუეთუ საჭმლისათჳს ძმაჲ იგი შენი წუხდეს, არღარა სიყუარულით ხუალ (14,13-15).:

თარგმანი: ესე ორთავე მიმართ არს, — რომელი განუკითხველად ჭამდა და რომელი ერიდებოდა; რამეთუ იგი მისისა არა-ჭამისათჳს დაბრკოლდებოდა და ესე კუალად — მისისა მხილებისაგან. ამისთჳს ორთავე ეტყჳს, ვითარმედ: ყოველსა ზედა ესე საჯეთ, რაჲთა არა დააბრკოლებდეთ ურთიერთას, რამეთუ არარაჲ არს ღმრთისა დაბადებული ბუნებით შეგინებულ, არამედ გონებისაებრ მიმღებელისა იქმნების წინაშე მისა შეგინებულ.

აყუედრებდეს მტკიცედ მორწმუნენი იგი მათ, რომელნი ერიდებოდეს ჭამადთა, ვითარმედ: ჰურიებისათჳს იქმთო ესრეთ, და არა მარხვისათჳს. ხოლო მოციქულსა არა ენება არა ფრიად დიდთა მათ ცთომათა ზედა დიდად ყუედრებაჲ ესევითართაჲ მათ; ნუ-უკუე სულმოკლე იქმნენ და სრულიად ჰურიებასა მიექცენ. ამისთჳს იტყჳს: ვიცი და მრწამს, ვითარმედ არა შეგინებულ არიან ჭამადნი ეგე, რომელთა შჭამ მორწმუნე ეგე, არამედ კეთილადცა იქმ, რომელ შჭამ. გარნა უკუეთუ იხილო, ვითარმედ მისგან ძმაჲ იგი უძლური სრულიად წარწყმდების, ნუ ყუედრებასა ოდენ ჰრიდებ, არამედ განგებულებით ჭამასაცა ერიდე, თუ არა — შორს ხარ სიყუარულისაგან.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: უკუეთუ საჭმლისათჳს ძმაჲ შენი წუხდეს... (14,15).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ჭამაჲ ჴორცისაჲ არა ბოროტ არს. უკუეთუ კულა მისგან ძმისა წარწყმედაჲ იქმნებოდის და დაბრკოლებაჲ, ერიდე, რამეთუ ქრისტჱ უძლურთათჳს მოკუდა და შენ საჭმელსა არა ერიდო-ა?

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის