📋 სარჩევი
პავლესი: რომელსამე ჰრწამს ჭამად ყოველი, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამნ (14,2).
თარგმანი: იყვნეს მრავალნი ჰურიათაგან მოქცეულნი, რომელნი ჯერეთ ჭამადთა ერიდებოდეს, რომელთა ჰურიაობასა არა ჭამდეს, რამეთუ ვერ მინდობილ იყვნეს სრულიად დატევებად რჩულისა. ხოლო კუალად უკუეთუმცა ღორისასა ოდენ განეყენნეს, ბრალეულ იქმნებოდეს მორწმუნეთა შორს. ამისთჳს სრულიად აკრიბიან ჴორცი და მხალსა ჭამდიან, რაჲთა მარხვად შერაცხილ იყოს ღმრთისა მიერ, და არა რჩულსა ჰურიათასა დამარხვად. და კუალად სხუანი, რომელნი მათსა უსრულეს იყვნეს და არარას ერიდებოდეს, მრიდობალთა მათ აბრალებდიან და აყუედრებდიან, ხოლო ნეტარსა პავლეს ეშინოდა თუ, ნუ-უკუე ვიდრეღა მცირედისა განმართებაჲ ენებოს, ყოველივე დაარღჳონ და სრულიად წარწყმდენ იგინი. ამისთჳს იხილე, ვითარ ქმნა, რამეთუ ესრეთ ჩანს, თუ ძლიერთა მათ აბრალობს. არამედ ყოველივე ბრალობაჲ არა-მჭამელთა მათ ზედა დადვა და თქუა: "რომელსა ჰრწმენეს იგი, ჭამს ყოველსავე სარწმუნოვებით, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამნო". და ამათ უჩუენა, ვითარმედ სნეულ არიან სულითა ესევითარნი იგი. და მერმე, რაჲთა არა შეწუხნენ და დაიჴსნენ იგინი, ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: "მჭამელი არა-მჭამელსა მას ნუ შეურაცხ-ჰყოფნ და არა-მჭამელი მჭამელსა მას ნუ განიკითხავნ" (14,3).
პავლესი დგეს სამე, რამეთუ შემძლებელ არს უფალი დამტკიცებად მისა (14,4).
თარგმანი: რაჟამს თქჳს თუ: "დგეს", უჩუენებს მათ, ვითარმედ შერყეულნი არიან დაცემასა ზედა, და ვითარმედ ძნელ არს დამტკიცებაჲ მათი და ღმრთისაჲ არს საქმჱ ესე და არა კაცთაჲ და ფრიადი უჴმს მათ კრძალვაჲ.
პავლესი: რომელი ჭამს, უფლისად ჭამს და ჰმადლობს ღმერთსა (14,6).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მადლობაჲ უფლისაჲ ჯერ-არს და მართალი სარწმუნოვებაჲ. და საცნაურ არს, ვითარმედ, რომელი ჭამს, იგი ჰმადლობს კეთილად უფალსა, ხოლო რომელი არა ჭამდეს, იგი რჩულსა ძუელსა ჰმორჩილობს და ვითარ ჰმადლობდეს უფალსა ჯერისაებრ?
პავლესი: არავინ თავით თჳსით ცხოველ არს (14,7).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თავისფალნი ვართ, არამედ მეუფჱ გჳვის, რომელსა ცხორებაჲ ჰნებავს ჩუენი და არა სიკუდილი, და მისთჳს გუსურის ჩუენ სიკუდილი და არა თავთა თჳსთათჳს.
პავლესი: უკუეთუ საჭმლისათჳს ძმაჲ შენი წუხდეს... (14,15).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ჭამაჲ ჴორცისაჲ არა ბოროტ არს. უკუეთუ კულა მისგან ძმისა წარწყმედაჲ იქმნებოდის და დაბრკოლებაჲ, ერიდე, რამეთუ ქრისტჱ უძლურთათჳს მოკუდა და შენ საჭმელსა არა ერიდო-ა?
პავლესი: რამეთუ არა არს სასუფეველი ღმრთისა საჭმელ და სასმელ (14,17).
თარგმანი: რამეთუ არა თუ ჭამაჲ ოდენ ჴორცისაჲ ანუ სხჳსა რაჲსაჲმე გერგოს სასუფეველად შეყვანებად, არამედ საქმენი გიჴმან კეთილნი და მშჳდობაჲ ძმათა მიმართ.
პავლესი: რომელი იჭჳთ ჭამდეს (14,20).
თარგმანი: ესე იგი არს —ბოროტითა სჳნიდისითა და დასაბრკოლებელად.
პავლესი: კეთილ არს არა-ჭამაჲ ჴორცისაჲ (14,21).
თარგმანი: არა თუ იტყჳს თუ — ამისთჳს არა კეთილ არს, რავდენ არაწმიდაჲ რაჲმე არს, არამედ ამისთჳს, რაჟამს ძმაჲ დაბრკოლდებოდის.
პავლესი: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს? (14,22).
თარგმანი: აქა არა რჩულისა სარწმუნოვებასა იტყჳს, არამედ ჭამადისა მისთჳს.