მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 14:2

1. Him that is weak in the faith receive ye, but not to doubtful disputations.2. For one believeth that he may eat all things: another, who is weak, eateth herbs.3. Let not him that eateth despise him that eateth not; and let not him which eateth not judge him that eateth: for God hath received him.
Romans თავი 14
2. For one believeth that he may eat all things: another, who is weak, eateth herbs.
თავი ი̂თ. სიწმიდისათჳს და მშჳდობისა და ჭამადთათჳს და მარხვისა და დღეთა და უშფოთველისა სიწმიდისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ, ნუ ორგულებით, ნუცა გულისსიტყჳთ. რომელსამე ჰრწამნ ჭამად ყოველი, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამნ (14,1-2).:

თარგმანი: იყვნეს ვინმე ჰურიათაგანნი მორწმუნე-ქმნილნი, რომელთა ჯერეთ ფრიადი აქუნდა კრძალვაჲ საჭმელთაჲ, ვითარცა შეგინებულად შერაცხილთაჲ, ხოლო რომელნი-იგი სრულ იყვნეს სარწმუნოებასა შინა, სარწმუნოებით ჭამდეს ყოველსავე წინადაგებულსა. და ამათ კეთილადმორწმუნეთა ამცნებს მოციქული, რაჲთა ვითარცა სრულთა და ყოვლად მრთელთა, შეიწყნარონ ჯერეთ უძლური იგი სარწმუნოებითა, რომლისა ფრიად რაჲმე სამხილებელ ჰყოფს სიტყუათა ამათ, რამეთუ უწოდს უძლურად სარწმუნოებითა, და ძნიად შესაწყნარებელად, და მიზეზად ორგულებისა ყოველთა მახლობელთა მათთა. ვინაჲცა სარწმუნოებით მჭამელსა მას აქებს, ვითარცა სრულსა, ხოლო მხლის მჭამელსა მას უძლურად უწოდს; რამეთუ არა გულისსიტყჳთა მარხვისაჲთა, არამედ ურწმუნოებისაჲთა იყო მარხვაჲ იგი მათი, ვინაჲთგან განეყენნეს ჭამასა ჴორცისასა, მხოლოდ მიზეზითა ამით, რამეთუ საძაგელ უჩნდა მათ ჴორცი ღორისაჲ. ამისთჳს განეყენნეს ჭამასა ყოვლისავე ჴორცისასა, რაჲთა არა განცხადნეს ურწმუნოებაჲ იგი მათი, და რეცა ვითარცა მმარხველნი, მხალსა ჭამდეს.

თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ, ნუ ორგულებითა და გულისსიტყჳთა, რამეთუ რომელსამე ჰრწამნ ჭამად ყოველი, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამნ (14,1-2).:

თარგმანი: იყვნეს ვიეთნიმე ჰურიათაგან მოქცეულნი, რომელნი ჯერეთ ჭამადთა ერიდებოდეს, რომელთა ჰურიებასა არა ჭამდეს, და ეძაგებოდა ჭამაჲ მათი, რამეთუ ვერ მინდობილ იყვნეს სრულიად დატევებად შჯულისა, ხოლო კუალად უკუეთუ ღორისასა ოდენმცა განეყენნეს, და სხუათა მათ, რომელთა ჰურიებასა შინა არა ჭამდეს, ბრალეულ იქმნებოდეს მორწმუნეთა შორის. ამისთჳს სრულიად აღკრიბიან ჴორცი და მხალსა ჭამდიან, რაჲთა მარხვად შერაცხილ იყოს სხუათა მიერ, და არა შჯულისა ჰურიათაჲსა დამარხვად. და კუალად იყვნეს სხუანი ჰურიანი მოქცეულნი, რომელთა მტკიცედ ჰრწმენა და არღარა აქუნდა ჰურიებრივი რიდობაჲ, და მრიდობელთა მათ აბრალებდიან და შეაწუხებდიან და აყუედრებდიან, ხოლო ნეტარსა პავლეს ეშინოდა, ნუ-უკუე ვიდრე მცირედისა განმართლებაჲ ენებოს, ყოველივე დაარღჳონ და სრულიად წარწყმიდნენ იგინი. ამისთჳს ეტყჳს მტკიცეთა მათ მორწმუნეთა, ვითარმედ: უძლური იგი სარწმუნოებითა და ვერ-მტკიცე შეიწყნარეთ, და ნუ ორგულებთ, ნუცა გულისსიტყუანი გქონან თუ ბოროტსა იქმთ, არამედ სულგრძელ ექმენით და თჳთ მოიქცეს, რამეთუ რომელსა კეთილად და მტკიცედ ჰრწამნ, იგი ყოველსავე ჭამნ, ხოლო უძლური იგი სარწმუნოებითა — მხალსა ჭამნ....

სრულად ნახვა
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რომელსამე ჰრწამს ჭამად ყოველი, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამნ (14,2).:

თარგმანი: იყვნეს მრავალნი ჰურიათაგან მოქცეულნი, რომელნი ჯერეთ ჭამადთა ერიდებოდეს, რომელთა ჰურიაობასა არა ჭამდეს, რამეთუ ვერ მინდობილ იყვნეს სრულიად დატევებად რჩულისა. ხოლო კუალად უკუეთუმცა ღორისასა ოდენ განეყენნეს, ბრალეულ იქმნებოდეს მორწმუნეთა შორს. ამისთჳს სრულიად აკრიბიან ჴორცი და მხალსა ჭამდიან, რაჲთა მარხვად შერაცხილ იყოს ღმრთისა მიერ, და არა რჩულსა ჰურიათასა დამარხვად. და კუალად სხუანი, რომელნი მათსა უსრულეს იყვნეს და არარას ერიდებოდეს, მრიდობალთა მათ აბრალებდიან და აყუედრებდიან, ხოლო ნეტარსა პავლეს ეშინოდა თუ, ნუ-უკუე ვიდრეღა მცირედისა განმართებაჲ ენებოს, ყოველივე დაარღჳონ და სრულიად წარწყმდენ იგინი. ამისთჳს იხილე, ვითარ ქმნა, რამეთუ ესრეთ ჩანს, თუ ძლიერთა მათ აბრალობს. არამედ ყოველივე ბრალობაჲ არა-მჭამელთა მათ ზედა დადვა და თქუა: "რომელსა ჰრწმენეს იგი, ჭამს ყოველსავე სარწმუნოვებით, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამნო". და ამათ უჩუენა, ვითარმედ სნეულ არიან სულითა ესევითარნი იგი. და მერმე, რაჲთა არა შეწუხნენ და დაიჴსნენ იგინი, ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: "მჭამელი არა-მჭამელსა მას ნუ შეურაცხ-ჰყოფნ და არა-მჭამელი მჭამელსა მას ნუ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის