მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 14:21

20. For meat destroy not the work of God. All things indeed are pure; but it is evil for that man who eateth with offence.21. It is good neither to eat flesh, nor to drink wine, nor any thing whereby thy brother stumbleth, or is offended, or is made weak.22. Hast thou faith? have it to thyself before God. Happy is he that condemneth not himself in that thing which he alloweth.
Romans თავი 14
21. It is good neither to eat flesh, nor to drink wine, nor any thing whereby thy brother stumbleth, or is offended, or is made weak.
თავი ი̂თ. სიწმიდისათჳს და მშჳდობისა და ჭამადთათჳს და მარხვისა და დღეთა და უშფოთველისა სიწმიდისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უმჯობეს არს არა ჭამაჲ ჴორცისაჲ, და არცა სუმაჲ ღჳნისაჲ, არცა რომლითა ძმაჲ იგი შენი შეჰბრკოლდების, გინა დაჰბრკოლდების ანუ მოუძლურდების (14,21).:

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ არა ხოლო მხილებისა დაცხრომასა, არამედ ჟამ ერთ თანა-სათნო-ყოფასა უსრულისასა უბრძანებს სრულსა მას, ვითარ-იგი თჳთ ამან მოციქულმან მრავალგზის ყო ტაძარსა შინა განწმედითა, ტიმოთეს წინა-დაცუეთითა და მსხუერპლთა შემწირველობითა, არამედ აქაცა მრავლითა სიტყჳთა ამხილებს უსრულსა მას, დაღაცათუ შეეწევის მას, რამეთუ შებრკოლებულად უწესს, რომელი-ესე ბრმასა თჳს-ეყვის, და დაბრკოლებულად, რომელი-ესე მკელობელსა ერქუმის, და უძლურად, რომელი-ესე მცირედ მორწმუნისა სენ არს.

თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: კეთილ არს არა-ჭამაჲ ჴორცისაჲ და არა-სუმაჲ ღჳნისაჲ, არცაღა რომელსა ზედა ძმა იგი შენი დაბრკოლდებოდის ანუ უბრკუმეს, გინა მოუძლურდებოდის (14,21).:

მოციქულისაჲ: გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებითა ღმრთისაჲთა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად წმიდად, სათნოდ ღმრთისა (12,1).

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "მსხუერპლად", რაჲთა არავინ თქუას თუ — დაკლვასა იტყჳს თავთა თჳსთასა, — ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: "ცხოველად". ხოლო ვითარ იქმნების მსხუერპლად შეწირვაჲ ჴორცთაჲ? გარნა ესრეთ, რამეთუ, რაჟამს თუალნი არარაჲსა ბოროტისა მიმართ მივიდოდინ, არამედ მარადის კეთილსა ხედვიდენ, და ენაჲ არა ბოროტისა სიტყუათა ჰმსახურებდეს, არამედ გალობათა შინა და საღმრთოთა სიტყუათა იქცეოდის და ჴელნი არა ბოროტისა საქმეთა, არამედ კეთილსა იქმოდინ და ესრეთ ყოველნი ასონი სიმართლისა საჭურველ იქმნებოდინ. ესრეთ იქმნებიან ჴორცნი მსხუერპლ ღმრთისა.

მოციქულისაჲ: სიტყჳერი ეგე მსახურებაჲ თქუენი (12,1).

თარგმანი: სიტყჳერი მსახურებაჲ არს უსისხლოჲ იგი მსხუერპლი; ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: წარუდგინენით ჴორცნი თქუენნი მსხუერპლად სათნოდ ღმრთისა, სიტყჳერსა მას და უსისხლოსა შესაწირავსა თანა.

მოციქულისაჲ: და ნუ თანახატ-ექმნებით სოფელსა ამას (12,2).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ სოფელი ესე არა მტკიცე არს,...

სრულად ნახვა
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: კეთილ არს არა-ჭამაჲ ჴორცისაჲ (14,21).:

თარგმანი: არა თუ იტყჳს თუ — ამისთჳს არა კეთილ არს, რავდენ არაწმიდაჲ რაჲმე არს, არამედ ამისთჳს, რაჟამს ძმაჲ დაბრკოლდებოდის.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის