თარგმანი: ორნივე იგი ურთიერთას განიკითხვიდეს: სრულნი იგი სარწმუნოებითა ზოგს-რე ურწმუნოთა მათ შეურაცხ-ჰყოფდეს, ვითარცა ჯერეთ ნაკლულთა სრულებისაგან სარწმუნოებისა; და კუალად, მჭამელთა მათ არა-მჭამელნი იგი, ვითარცა ნაყროვანთა დაშჯიდეს, ვინაჲცა მოციქული, დაღაცათუ ზოგად ორთავე ამცნებს არა-განკითხვასა ურთიერთას, არამედ სარწმუნოებით მჭამელისა მისთჳს იტყჳს ღმრთისა მიერ შეწყნარებულობასა, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ სათნო ღმრთისა არს საქმე მისი, ხოლო ღმრთივმოცემულთა საჭმელთა შეგინებულად შემრაცხელისა და მის ძლით მარხვისა მჩემებელისათჳს არარას ესევითარსა იტყჳს, რამეთუ თავს-იდებს და იტჳრთავს ოდენ უძლურებასა მისსა, არა მაქებელცა ექმნების.
Romans 14:3
თარგმანი: ამით სიტყჳთა უჩუენა მათ, ვითარმედ შეურაცხებისა ღირსსა საქმესა იქმან, და სხუათა მათ ასწავა, რაჲთა არა შეურაცხ-ყვნენ იგინი, არამედ ვითარცა თჳსთა ძმათა, სიტკბოებით ასწავლიდენ.
პავლესი: რომელსამე ჰრწამს ჭამად ყოველი, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამნ (14,2).
თარგმანი: იყვნეს მრავალნი ჰურიათაგან მოქცეულნი, რომელნი ჯერეთ ჭამადთა ერიდებოდეს, რომელთა ჰურიაობასა არა ჭამდეს, რამეთუ ვერ მინდობილ იყვნეს სრულიად დატევებად რჩულისა. ხოლო კუალად უკუეთუმცა ღორისასა ოდენ განეყენნეს, ბრალეულ იქმნებოდეს მორწმუნეთა შორს. ამისთჳს სრულიად აკრიბიან ჴორცი და მხალსა ჭამდიან, რაჲთა მარხვად შერაცხილ იყოს ღმრთისა მიერ, და არა რჩულსა ჰურიათასა დამარხვად. და კუალად სხუანი, რომელნი მათსა უსრულეს იყვნეს და არარას ერიდებოდეს, მრიდობალთა მათ აბრალებდიან და აყუედრებდიან, ხოლო ნეტარსა პავლეს ეშინოდა თუ, ნუ-უკუე ვიდრეღა მცირედისა განმართებაჲ ენებოს, ყოველივე დაარღჳონ და სრულიად წარწყმდენ იგინი. ამისთჳს იხილე, ვითარ ქმნა, რამეთუ ესრეთ ჩანს, თუ ძლიერთა მათ აბრალობს. არამედ ყოველივე ბრალობაჲ არა-მჭამელთა მათ ზედა დადვა და თქუა: "რომელსა ჰრწმენეს იგი, ჭამს ყოველსავე სარწმუნოვებით, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამნო". და ამათ უჩუენა, ვითარმედ სნეულ არიან სულითა ესევითარნი იგი. და მერმე, რაჲთა არა შეწუხნენ და დაიჴსნენ იგინი, ამისთჳს შესძინა, ვითარმედ:...
დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის