თარგმანი: რაჲთა არა ზუაობდენ წარმართთაგანნი, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ ჰურიანი დაღაცათუ უღირს იყვნეს, გარნა აღთქუმანი რაჲმე აქუნდეს, ხოლო წარმართთა არარაჲ აქუნდა, არამედ წყალობით ოდენ ცხონდეს, რაჲთა იდიდოს ღმერთი მოწყალებისა თჳსისათვის, დაღათუ არცა რაჲ ჰურიათა ერგო აღთქუმისაგან, არათუმცა ქრისტე მოსრულ იყო.
Romans 15:13
თარგმანი: კუალად ლოცვად იწყებს მათთჳს, ვითარმედ ღმერთმან გიჴსნენინ თქუენ ურთიერთას ბრძოლისა და ამის მიერისა მწუხარებისაგან, ხოლო წარმო-რაჲ-თქუნა ღმრთისა მიერ მოცემადნი, აწ შესძინებს თქუმად, ვითარმედ: თქუენგან ესე შეიწირვოდენ მისსა, რომელ არს სარწმუნოებაჲ, რომლისა მიერ მოგენიჭების თქუენ მიზეზი იგი ყოველთა კეთილთაჲ — სასოებაჲ ღმრთისა მიმართ, რომელსა შინა განემტკიცნეთ რაჲ, მიერითგან გარდაეცემით აღმატებითა ყოველთა კეთილთაჲთა, რომელი-ესე ვერვინაჲთ სხჳთ იქმნების, თჳნიერ ძალითა სულისა წმიდისაჲთა, რამეთუ რომელსა სული წმდაჲ აქუნდეს, მას ყოველივე აქუს, ვინაჲთგან ესე არს გარდამატებულებაჲ სასოებისაჲ, რაჟამს არა ხოლო მოთმინე, არამედ მხიარულცა იყოს შემთხუევისათჳს ჭირთაჲსა.
...ბს: „გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა“ (). და პავლე: „ხოლო ღმერთმან სასოებისამან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა სიხარულითა და მშჳდობითა სარწმუნოებად და აღმატებად თქუენდა სასოებითა და ძალითა სულისა წმიდისაჲთა.“ (). ხედავ კურთხევის ძალას, რომელიც გამოუთქმელ სიკეთეებს ანიჭებს და მიწიერი არაფერი აქვს? და კვლავ პავლე: „ხოლო ღმერთმან მშჳდობისმან შემუსრენ ეშმაკი ქუეშე ფერჴთა თქუენთა ადრე“ ().
მაგრამ ძველ აღთქმაში, როცა ადამიანთა მდგომარეობა უფრო უხეში იყო, კურთხევის საქმეები გრძნობადი საგნებისგან იქსოვებოდა, და მრავალშვილიანობა უდიდეს რამედ მიიჩნეოდა. რადგან სიკვდილი ცოდვისგან შემოვიდა, ღმერთი მოდგმას ანუგეშებდა და აჩვენებდა, რომ არა მხოლოდ არ ამოწყვეტდა და სრულ დაღუპვას არ გადასცემდა, არამედ წინანდელზე ბევრად მეტნიც იქნებოდნენ; ამიტომ ამბობს: „აღორძნდით და განმრავლდით“ (). ხოლო როცა სიკვდილი ძილად იქნა შეცნობილი, ქალწულების სიკეთეც შემოვიდა....