მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 15:20

19. Through mighty signs and wonders, by the power of the Spirit of God; so that from Jerusalem, and round about unto Illyricum, I have fully preached the gospel of Christ.20. Yea, so have I strived to preach the gospel, not where Christ was named, lest I should build upon another man's foundation:21. But as it is written, To whom he was not spoken of, they shall see: and they that have not heard shall understand.
Romans თავი 15
20. Yea, so have I strived to preach the gospel, not where Christ was named, lest I should build upon another man's foundation:
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: არა თუ სადა სახვლდებულ არს ქრისტჱ, რაჲთა არა სხუასა საფუძველსა ზედა ვაშენებდე (15,20).:

თარგმანი: სხუასა საფუძველად არა თუ იტყჳს თუ — სხუაჲ არს მათისა ქადაგებისა სარწმუნოვებაჲ, არამედ სასყიდლისა საფუძველსა იტყჳს, ვითარმედ: სადა სხუათა არა ექადაგოს ქრისტჱ, მუნ ვქადაგებ, რამეთუ, უკუეთუ, სადა სხუათ ექადაგოს ქრისტჱ, ვქადაგებდე, მათსა საფუძველსა ზედა ვაშენებ და არა მაქუს ესევითარი ფრიადი სასყიდელი.

თავი ი̂თ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეგრეთ პატივცემულად ხარებად, არა თუ სადა სახელდებულ არს ქრისტე (15,20).:

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ ესე მქონდა წინაშე ჩემსა პატივცემულად ხარებად, სადა ქრისტე არა სახელდებულ არს, ესე იგი არს, რაჲთა მუნ ვქადაგებდე, სადა სხუასა არავის უქადაგებიეს ქრისტე.

თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ესრეთ პატივ-ცემულ ვარ სახარებად, არა თუ სადა სახელ-დებულ არს ქრისტე, რაჲთა არა სხუასა საფუძველსა ზედა ვაშენებდე, არამედ, ვითარცა წერილ არს: "რომელთა არა თხრობილ არს მისთჳს, იხილონ, და რომელთა არა სმენილ არს, გულისჴმა-ყონ" (15,20-21).:

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ გამოაჩინებს თავისუფალ ყოფასა თჳსსა ზუაობისაგან, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ესრეთ რაჲ პატივის მოყუარე ვარ ხარებად, არა ამისთჳს, რაჲთამცა სხუათა საფუძველსა ზედა მზუაობარ ვიყავ შენებად.

სხუათა საფუძველად სხუათა მიერსა ქადაგებასა უწოდს: არა ვითარმცა არა ერთ იყო ძალი ქადაგებისაჲ მათი და ამისი, არამედ ამისთჳს, რამეთუ მათი უმეტეს არს სასყიდელი, რომელთა პირველ ექადაგოს, გარნა მე არა ამისთჳს მოსწრაფე ვიყავ მუნ ქადაგებად, სადა არა სახელ-დებულ იყო ქრისტე, რაჲთამცა უმეტესი შემემატა სასყიდელი, ანუ ვითარმცა მწუნდა სხუათა საფუძველსა ზედა შენებად, არამედ რაჲთა უსმენელთა ადგილთა შორის აღვსებითა ქადაგებისაჲთა უმრავლესნი ერნი შევსძინნე ქრისტესა, და ამით საქმითა აღმასრულებელ ვიქმნე სიტყჳსა მის ესაიაჲს მიერ თქუმულისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის