📋 სარჩევი
პავლესი: რამეთუ ქრისტჱ არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო (15,3).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ ძნელ იყო წინაშე მისა, რაჲთამცა არა ჯუარცუმულ იყო და არამცა ყუედრებულ იყო, უკუეთუმცა უნდა, და თჳსისამცა თავისა საქმესა ეძიებდა, არამედ არა ინება, არამედ ჩუენსა ეძიებდა და თჳსი შეურაცხ-ყო.
პავლესი: რამეთუ ვიტყჳ ქრისტესა მსახურ ყოფილსა წინადაცუეთილებისა (15,8).
თარგმანი: რაჟამს თქჳს თუ: "ქრისტჱ მსახურ იქმნა წინადაცუეთილებისა", ამას იტყჳს, ვითარმედ მოვიდა იგი და ყოველი რჩული აღასრულა და წინადაიცჳთა და თესლ აბრაჰამისა იქმნა იგი და ესრეთ დაჰჴსნა რისხვაჲ და განაქარვა წყევაჲ, არამედ არა თუ ამისთჳს ქმნაო, რაჲთა ეგოს-ღა რჩული, არამედ რაჲთა დაჰჴსნას იგი და შენ განგათავისუფლოს მისისა მის წყევისაგან და გიჴსნას მისისა ჴელმწიფებისაგან, რამეთუ ვინაჲთგან შენ გარდაჰჴედ რჩულსა, ამისთჳს მან აღასრულა იგი; არა თუ რაჲთა შენცა აღასრულებდე, არამედ რაჲთა შენ განსთავისუფლდე მისისა თანამდებობისაგან და აღთქუმასა მამათასა თანაზიარ იქმენ.
პავლესი: ხოლო წარმართნი — წყალობისთჳს დიდებად ღმრთისა (15,9).
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ ჰურიანი დაღაცათუ უღირს იყვნეს, გარნა აღთქუმანი რაჲმე აქუნდეს, ხოლო შენ არცა იგი გაქუნდა, არამედ ოდენ მოწყალებითა მისითა სცხოვნდი, დაღაცათუ მათცა არაჲ ერგო აღთქუმისა მისგან, არათუმცა ქრისტჱ მოსრულ იყო.
პავლესი: არა თუ სადა სახვლდებულ არს ქრისტჱ, რაჲთა არა სხუასა საფუძველსა ზედა ვაშენებდე (15,20).
თარგმანი: სხუასა საფუძველად არა თუ იტყჳს თუ — სხუაჲ არს მათისა ქადაგებისა სარწმუნოვებაჲ, არამედ სასყიდლისა საფუძველსა იტყჳს, ვითარმედ: სადა სხუათა არა ექადაგოს ქრისტჱ, მუნ ვქადაგებ, რამეთუ, უკუეთუ, სადა სხუათ ექადაგოს ქრისტჱ, ვქადაგებდე, მათსა საფუძველსა ზედა ვაშენებ და არა მაქუს ესევითარი ფრიადი სასყიდელი.