მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 15:8

7. Wherefore receive ye one another, as Christ also received us to the glory of God.8. Now I say that Jesus Christ was a minister of the circumcision for the truth of God, to confirm the promises made unto the fathers:9. And that the Gentiles might glorify God for his mercy; as it is written, For this cause I will confess to thee among the Gentiles, and sing unto thy name.
Romans თავი 15
8. Now I say that Jesus Christ was a minister of the circumcision for the truth of God, to confirm the promises made unto the fathers:
თავი ი̂ჱ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან მოთმინებისა და ნუგეშინისცემისამან მოგეცინ თქუენ იგივე ზრახვად ურთიერთას ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა ერთითა პირითა ადიდებდეთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა. ამისთჳს შეიწყნარებდით ურთიერთას, ვითარცა-იგი ქრისტემან შეგიწყნარნა თქუენ სადიდებელად ღმრთისა. რამეთუ ვიტყჳ ქრისტესა მსახურ-ყოფილსა წინადაცუეთილებისა ჭეშმარიტებისათჳს ღმრთისა, რაჲთა მტკიცე იყოს აღთქუმაჲ იგი მამათაჲ (15,5-8).:

მოციქულისაჲ: თანა-გუაც ჩუენ ძლიერთა უძლურებანი იგი ტჳრთვად უსუსურთანი, და თავთა თჳსთა სათნო-ყოფად კაცად-კაცადი ჩუენი, არამედ მოყუასსაცა სათნო-ეყოფოდენ კეთილისათჳს აღსაშენებელად, რამეთუ ქრისტჱცა არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო (15,1-3).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ ძნელ იყო წინაშე ქრისტესა, უკუეთუმცა ენება, რაჲთამცა არა ჯუარცუმულ იყო. არცამცა ყუედრებულ იყო, უკუეთუმცა თჳსსა ოდენ ეძიებდა. არამედ თჳსი საქმე უგულებელს-ყო, და ჩუენი მოიძია, და ამისთჳს იგინა და იგუემა, და მრავალთა შორის ვითარცა ბოროტისმოქმედი შეირაცხა ჩუენთჳს, და ჩუენთჳს ესე ყოველი თავს-იდვა. ეგრეთვე ჩუენცა, ნუმცა მარადის ჩუენსა ვეძიებთ, არამედ მოყუასსაცა სათნო-ვეყუნეთ კეთილსა ზედა და ნუ ბოროტსა, რამეთუ იქმნების ბოროტსაცა ზედა სათნოყოფაჲ.

მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა წერილ არს, ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა, რამეთუ რავდენნი-იგი წინაჲსწარ დაიწერნეს, ჩუენდა სამოძღურებელად წანაჲსწარ დაიწერნეს, რაჲთა მოთმინებითა და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს (15,3-4).

თარგმანი: ესე სიტყუაჲ ქრისტეს მაგიერ არს მამისა მიმართ, ვითარმედ: არარაჲ...

სრულად ნახვა
თავი კ̂. მსგავსებისათჳს ქრისტეს ძჳრუჴსენებლობისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ვიტყჳ იესუ ქრისტესა, რამეთუ მსახურ იქმნა წინადაცუეთილებისა ჭეშმარიტებისათჳს ღმრთისა, დასამტკიცებელად აღთქუმასა მას მამათასა (15,8).:

თარგმანი: ესე არს მსახურ წინადაცუეთილებისაჲ, რამეთუ განკაცნა რაჲ, წინა-დაიცჳთა და იქმნა აღმასრულებელ ყოველსავე წესსა შჯულისა. რაჲსათჳს-მე? ნუუკუე და ბისათჳსა შჯულისა, რაჲთა აწცა საძიებელ იყოს წინადაცუეთასი? ვითარ ვინ თქუას სხუათა წესთა ძუელისა მის შჯლისათა. ნუ იყოფინ! არამედ ამისთჳს ოდენ იყო წინადაცუეთაჲ იგი მისი, რაჲთა ჭეშმარიტ ყვნეს აღთქუმანი იგი ღმრთისა მამისანი აბრაჰამის მიმართ, ვითარმედ: "ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი" (). ვინაჲთგან უკუე სხუათა მათ შვილთა აბრაჰამისთა განაცრუვეს აღთქუმაჲ იგი ღმრთისაჲ. რამეთუ გარდამავალობითა შჯულისაჲთა წყევისა მიმღებელ იქმნნეს უფროჲს, ვიდრე არა კურთხევისა, ამისთჳს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე იშვა თესლისაგან აბრაჰამისსა შვილად აბრაჰამისსა, და მსახურ-ყოფითა წინადაცუეთისაჲთა და აღმასრულებელობითა ყოველთა მათ შჯულიერთა წესთაჲთა მან მხოლომან ჭეშმარიტ ყო აღთქუმაჲ იგი ღმრთისაჲ...

სრულად ნახვა
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რამეთუ ვიტყჳ ქრისტესა მსახურ ყოფილსა წინადაცუეთილებისა (15,8).:

თარგმანი: რაჟამს თქჳს თუ: "ქრისტჱ მსახურ წინადაცუეთილებისა", ამას იტყჳს, ვითარმედ მოვიდა იგი და ყოველი რჩული აღასრულა და წინადაიცჳთა და თესლ აბრაჰამისა იქმნა იგი და ესრეთ დაჰჴსნა რისხვაჲ და განაქარვა წყევაჲ, არამედ არა თუ ამისთჳს ქმნაო, რაჲთა ეგოს-ღა რჩული, არამედ რაჲთა დაჰჴსნას იგი და შენ განგათავისუფლოს მისისა მის წყევისაგან და გიჴსნას მისისა ჴელმწიფებისაგან, რამეთუ ვინაჲთგან შენ გარდაჰჴედ რჩულსა, ამისთჳს მან აღასრულა იგი; არა თუ რაჲთა შენცა აღასრულებდე, არამედ რაჲთა შენ განსთავისუფლდე მისისა თანამდებობისაგან და აღთქუმასა მამათასა თანაზიარ იქმენ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის