წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა განვრცელებითთა თარგმანთაგან შემოკლებით გამოკრებული და მრავალწიგნობისაგან ერთ წიგნ ყოფად შემოკრებული თარგმანებაჲ ებისტოლეთა წმიდისა პავლე მოციქულისათაჲ
თარგმანებაჲ ჰრომაელთა მიმართისა ებისტოლისაჲ
სახარებითი მოძღურებაჲ გარეშეთა მიმართ მადლისათა და მადლსა შინა მყოფთა, და სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
გუაკურთხენ, მამაო.
პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩინებული მოციქული (1,1).
თარგმანი: შორიელთა მიმართ მისწერს, ამისთჳს დასწერს სახელსა თჳსსა რომელი-იგი მას ამისთჳს შეეცვალა უფლისა მიერ სავლეობისაგან პავლედ, რაჲთა არცა ამით რაჲთმე ნაკლულევან იყოს პეტრესგან, თავისა მის მოციქულთაჲსა, რომელსა-იგი სიმონობაჲ პეტრედ შეეცვალა. ხოლო მონად ამისთჳს სახელ-იდებს, რამეთუ მრავალთა მათგან და თითოფერთა სახეთა მონებისა ღმრთისათა არცა ერთი რაჲ აკლდა მას. ამას თანა იესუდ უწოდს უფალსა ჩუენსა კაცებისათჳს, ხოლო ქრისტეს — საცხებელისა...