მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 2:15

14. For when the Gentiles, which have not the law, do by nature the things contained in the law, these, having not the law, are a law unto themselves:15. Which shew the work of the law written in their hearts, their conscience also bearing witness, and their thoughts the mean while accusing or else excusing one another;)16. In the day when God shall judge the secrets of men by Jesus Christ according to my gospel.
Romans თავი 2
15. Which shew the work of the law written in their hearts, their conscience also bearing witness, and their thoughts the mean while accusing or else excusing one another;)
სასჯელისათჳს შჯულისა გარდამავალთა მათ ჰურიათაჲსა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელნი გამოაჩინებენ საქმესა შჯულისასა, დაწერილსა გულთა შინა მათთა (2,15).:

თარგმანი: რამეთუ არად საჴმარ არს მათთჳს შჯული იგი წერილი, არამედ გულსა შინა მათსა გამოჩნდების შჯული წერილად.

თავი ბ̂. განკითხვისათჳს ჰურიათაჲსა, რომელთა არა დაიმარხნეს შჯულიერნი იგი მცნებანი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნდა, ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფდეს. ამათ, რამეთუ შჯული არა აქუს, თავისა თჳსისათჳს შჯულ არიან, რომელნი გამოაჩინებენ საქმესა შჯულისასა, დაწერილსა გულთა შინა მათთა, თანა-მოწამებითა მათდა გონებისა მათისაჲთა (2,14-15).:

მოციქულისა: რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ, და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ (2,12).

თარგმანი ამიერითგან უმრავლესთა ნათესავთა მიმართ თანა უჩუენებს უკუეთუ ორთავე ცოდონ, წინადაცუეთილმან და წინადაუცუეთელმან, უძჳრეს იტანჯოს ჰურიაჲ იგი, რამეთუ ღონიერმან ც წინამძღურად ქობასა შინა შჯულისასა, ხოლო წარმართი იგი ბუნებითისა მის მიერ ოდენ დაისაჯების, რომელ არს შჯული სჳნიდისისაჲ. და ჰურიასა მას ბუნებითსა თანა წიგნისაჲცა იგი დაშჯის, რამეთუ, რაოდენცა უმეტესი მოღუაწებაჲ მიუღებიეს, ეგოდენ უმეტეს დაისაჯოს. გარადამავალ თუ იპოვოს შჯულისა.

ხოლო შენ იხილე, თუ ვითარ წარმართთათჳს წარწყმედასა იტყჳს და ჰურიათათჳს — ვითარმედ: ისაჯნენ. ესე იგი არს, ვითარმედ დაისაჯნენ. აჰა ორი სახე ტანჯვისაჲ, და ორივე - მომატყუებელი წარწყმედისაჲ. დაღაცათუ შეცვალებაჲ იყო სახელთაჲ, არამედ არა საქმეთაჲცა. გარნა ესე ცხად არს, ვითარმედ უშჯულოდ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2007 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო,:

...ა სინდისი (მას ღვთის ხმასაც უწოდებენ) და ეს გრძნობა ყოველთვის მიახვედრებს მას, იქცევა თუ არა სწორად.

რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ბრძანებს, რომ წარმართებსაც კი „რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ და ხან ამართლებენ ერთიმეორეს“ ()

სწორედ სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებს იგი.

რა არის ამქვეყნად ჩვენი მთავარი დანიშნულება?

მორწმუნეთა პასუხი ასეთია: ადამიანის ნებისა და ღვთის ნების თანხვედრა, მათი შერწყმა, ანუ სინერგია, რათა პიროვნება ღვთის ნების აღმსრულებელი გახდეს და მაცხოვართან თანაზიარებით სულიერად გადარჩეს. ამისი შესაძლებლობა ყველას აქვს. ხელისუფალს და მეცნიერს, მიწის მუშაკს და დამლაგებელს, ექიმსა თუ წარმოების ხელმძღვანელს, ჯარისკაცს, მოსწავლეს და სტუდენტს, მდიდარს და ღარიბს, მოხუცსა და ახალგაზრდას, მთავარია მან შეიცნოს ჭეშმარიტება და თავისი სულიერი და ფიზიკური შრომით სათნო ეყოს უფალს.

ასევე ყველასა აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ აქვე, ამქვეყნად, მოიპოვოს ისეთი სიწმინდე, რომ განიღმრთოს და მასზეც განცხ...

სრულად ნახვა