მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ბ̂. განკითხვისათჳს ჰურიათაჲსა, რომელთა არა დაიმარხნეს შჯულიერნი იგი მცნებანი

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

მოციქულისა: რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ, და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ (2,12).

თარგმანი ამიერითგან უმრავლესთა ნათესავთა მიმართ თანა უჩუენებს უკუეთუ ორთავე ცოდონ, წინადაცუეთილმან და წინადაუცუეთელმან, უძჳრეს იტანჯოს ჰურიაჲ იგი, რამეთუ ღონიერმან ც წინამძღურად ქობასა შინა შჯულისასა, ხოლო წარმართი იგი ბუნებითისა მის მიერ ოდენ დაისაჯების, რომელ არს შჯული სჳნიდისისაჲ. და ჰურიასა მას ბუნებითსა თანა წიგნისაჲცა იგი დაშჯის, რამეთუ, რაოდენცა უმეტესი მოღუაწებაჲ მიუღებიეს, ეგოდენ უმეტეს დაისაჯოს. გარადამავალ თუ იპოვოს შჯულისა.

ხოლო შენ იხილე, თუ ვითარ წარმართთათჳს წარწყმედასა იტყჳს და ჰურიათათჳს — ვითარმედ: ისაჯნენ. ესე იგი არს, ვითარმედ დაისაჯნენ. აჰა ორი სახე ტანჯვისაჲ, და ორივე - მომატყუებელი წარწყმედისაჲ. დაღაცათუ შეცვალებაჲ იყო სახელთაჲ, არამედ არა საქმეთაჲცა. გარნა ესე ცხად არს, ვითარმედ უშჯულოდ წარწყმედაჲ უსუბუქესობასა, ხოლო შჯულითა დაშჯა უმძიმესობასა სატანჯველისასა მოასწავებენ.

მოციქულისაჲ: რამეთუ არა მსმენელნი შჯულისანი განმართლდენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდენ (2,13).

თარგმანი: ვინაჲთგან უწყოდა გონებაჲ ჰურიათაჲ, რომლითა ესრეთ აქუნდა გულთა შინა მათთა, ვითარმედ არღარა მოქენე არიან ქრისტეს მიერსა განმართლებასა განმართლებულნი იგი შჯულითა მოსესითა. ამისთჳსცა დაუმტკიცებს მათ მოციქული და ეტყჳს, ვითარმედ უმეტეს წარმართთასა იგინი თანამდებ არიან მორჩილებასა შჯულთა ქრისტესთასა, რამეთუ ესე არს საქმით : არა მსმენელნი შჯულისანი ღმრთისა მიერ, არამედ მ შჯულისანი განმართლდებიან. , ვითარმედ: არა მსმენელთა შჯულის განამართლებს ღმერთი, არამედ მოქმედთა.

მოციქულისაჲ: რამეთუ წარმარ შჯული არა აქუნდა, ბუნებითსა შჯულსა ყოფდეს. ამათ, რამეთუ შჯ აქუს, თავისა თჳსისათჳს გამოაჩინებენ საქმესა შჯულისასა, დაწერილსა გულ მათთა, თანა-მოწამებითა მათდა გონებისა მათისაჲთა (2,14-15).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ თა-იგი შჯულ არა აქუნდა, ბუნებითსა შჯულსა იჴუმევდეს მორად კეთილისა, რომელ არიან ლისსიტყუანი. რამეთუ კეთილთა გულისთა უწოდს ბუნებითად, და ამით გამოაჩინებს, ვითარმედ თჳნიერ შჯული ამის წერილისა პირველითგან უნაკლულოჲ დაჰბადა ღმერთმან , რაჲთა თჳსისა მიერ სჳნიდისისა კმა იყოს აღმრჩეველად სათნოებისა და მაოტებელად სიბოროტისა. და ნუ გიკჳრს, ვითარ ზე და ქუე აქცევს სიტყუა ორთა შჯულთასა, რომელ არიან ბუნებითი და წიგნისაჲ, რამეთუ ფრიად საჭირო იყო ესე მკითხველთა მათ მიმართ და მეტყუელთა, ვითარმედ: რაჲსათჳს აწღა მოვიდა ქრისტე, და სადა , ესოდენთა ამათ წელთა, ძალი იგი განგებულებისა და მმართებელობისა მისისაჲ. ამისთჳს აწ მოციქული შჯულითა ამით ბუნებისაჲთა ამას აჩინებს, ვითარმედ პირველ და ...