მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 2:20

19. And art confident that thou thyself art a guide of the blind, a light of them which are in darkness,20. An instructor of the foolish, a teacher of babes, which hast the form of knowledge and of the truth in the law.21. Thou therefore which teachest another, teachest thou not thyself? thou that preachest a man should not steal, dost thou steal?
Romans თავი 2
20. An instructor of the foolish, a teacher of babes, which hast the form of knowledge and of the truth in the law.
სასჯელისათჳს შჯულისა გარდამავალთა მათ ჰურიათაჲსა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და გაქუს შენ ხატი იგი მეცნიერებისაჲ და ჭეშმარიტებისაჲ შჯულსა შინა (2,20).:

თარგმანი: კეთილად თქუა თუ "ხატი მეცნიერებისა და ჭეშმარიტებისაჲ", რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ არა თუ ჭეშმარიტი იგი მეცნიერებაჲ და ღმრთისმსახურებაჲ აქუს, არამედ ხატი რაჲმე და აჩრდილი, რომელსა სახე აქუს ჭეშმარიტებისაჲ, ხოლო არა არს ჭეშმარიტება. და კეთილად თქუა თუ "შჯულსა შინა", ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ჯერ-იყო, რაჲთამცა ჭეშმარიტი იგი ხატი ღმრთისმსახურებისაჲ გონებასა შენსა შინა და საქმეთა შინა გაქუნდა. ხოლო შენ ამისთჳს ჰზუაობ, რომელ შჯულსა შინა არს იგი სახე. არამედ და შენდა ესე რად სარგებელ არს, ვინაჲთგან არა იქმ შჯულსა?

ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...თქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ"** ().

რომაელთა მიმართ წერილშიც დაახლოებით ასე ამბობს: „გაქუს ხატი იგი მეცნიერებისაჲ და ჭეშმარიტებისაჲ შჯულსა შინა" (). მაგრამ იქ ამას ქებით აყენებს, აქ კი აჩვენებს, რომ ეს ცოდვა ყველა ნაკლოვანებაზე მძიმეა. რისთვისღა? იმიტომ, რომ იგი ერთსა და იმავე მნიშვნელობით არ მიუღია. რადგან როგორც „ხატს" ხშირად მსგავსების მნიშვნელობით იღებს, ხშირად კი უსულოსა და არარაობის მნიშვნელობით: მაგალითად, როგორც თვითონაც ამბობს კორინთელთა მიმართ წერილში: „მამაკაცისაჲ უკუე არა ჯერ-არს დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ არს" (); ხოლო წინასწარმეტყველი ამბობს: „და ღათუ მეებრ ხატად ვალს კაცი" (); და „ლომსაც" წერილი ხან სამეფო მნიშვნელობით იღებს: **„მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლ...

სრულად ნახვა