მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 2:7

6. Who will render to every man according to his deeds:7. To them who by patient continuance in well doing seek for glory and honour and immortality, eternal life:8. But unto them that are contentious, and do not obey the truth, but obey unrighteousness, indignation and wrath,
Romans თავი 2
7. To them who by patient continuance in well doing seek for glory and honour and immortality, eternal life:
თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მოთმინეთა მათ საქმისა კეთილისათა დიდებაჲ და პატივი და უხრწნელებაჲ, რომელნი ეძიებენ ცხორებასა საუკუნესა (2,7).:

თარგმანი: ვინაჲთგან არა კმა არს სარწმუნოებაჲ ოდენ, არამედ საქმენიცა სახმარ არიან, ამისთჳს მოთმინებაჲ რაჲ აჴსენა, სიმჴნით დგომად გუასწავებს განსაცდელთა მიმართ, ვითარცა მეძიებელთა ცხორებისა საუკუნოჲსათა, ხოლო სახელითა მით უხრწნელებისაჲთა განგჳღებს კარსა აღდგომისასა და გუასწავებს მოლოდებასა მერმისა ცხორებისასა.

თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მოთმინეთა მათ საქმისა კეთილისათა —დიდებაჲ და პატივი (2,7).:

თარგმანი: აქამომდე ყოველივე თქუა ბოროტის მოქმედთათჳს, ხოლო აქა არა იწყებს კუალად კეთილთა საქმეთათჳს თქუმად, ვითარმედ არა ოდენ სარწმუნოებაჲ საჴმარ არსო, არამედ საქმენიცა კეთილნი საჴმარ არიან. ხოლო მოთმინებაჲ თქუა თავსა ზედა სათნოებათასა, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ყოველსა სათნოებასა ზედა მოთმინებაჲ საჴმარ არს, თუ არა, არა სრულ იქმნების სათნოებაჲ თჳნიერ მოთმინებისა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს. ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (15,11-12).:

...მისა და სლვისა მისგან გზათაჲსა, არამედ უფროჲსად განსაცდელი მოიწია მის ზედა, რაოდენცა უმეტესი შრომაჲ თავს-იდვა), ეგრეთვე სულნი, რომელნი უწინარეს აღსასრულისა დავარდენ შრომათაგან; ამაო იქმნა ღუაწლი მათი. ამისთჳსცა პავლე იტყოდა, ვითარმედ: „პატივი და დიდებაჲ მათა, რომელნი მოთმინებითა საქმეთა კეთილთაჲთა რბიოდიან“, რომელსაცა მოწაფეთათჳს იქმს აწ ქრისტე. რამეთუ ვინაჲთგან შეიწყნარნა იგინი, და იგინი იხარებდეს მის თანა, და მერმე მოიწია ჟამი ვნებისაჲ, და სიტყუანი იგი მწუხარებისანი ესმოდეს და ეგულებოდა სიხარულისა მათისა დაჴსნად, ამისთჳსცა ვინაჲთგან მრავალნი სიტყუანი მიუთხრნა მათ და ნუგეშინის-სცა, მერმე ჰრქუა მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს“ (15,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა განმეშორნეთ მე, არცა დაჰჴსნათ სრბაჲ თქუენი. რამეთუ გიხაროდა თქუენ ჩემ თანა და ფრიად მხიარულ იყვენით, არამედ მოიწია მწუხარებაჲ, გარნა აწ მე დავჰჴსნი მას, რაჲთა აღსასრულადმდე სიხარული იგი თქუენ თანა იყოს. და უჩუენებს მათ, ვითარმედ არა მწუხარებისა ღირს არს ჟამი იგი, არამედ სიხარულისა. რამეთუ გიხილენო დაბრკოლებულნი და არა უგულებელსვყავ, არცა თუ ვთქუ: რად არა ჰგიან ახოვნებით?...

სრულად ნახვა