თარგმანი: რაჲთა არა თავ ედიდა-მცა ჰურიათა, ამისთჳს, რომელ თანა-შეჰრაცხავს მათ ყოველსა სოფელსა დასასჯელ ყოფად, ამისთჳს კუალად მათთავე საქმეთა გამოძიებასა იქმს, რაჲთამცა დაარწმუნა მათ სიტყუაჲ მისი, და იტყჳს, ვითარმედ: შჯულითა ვერ განჰმართლდებით, რამეთუ ვერცა აღასრულებთ მას.
Romans 3:20
თარგმანი: ყოველთავე ძუელთა წიგნთა "შჯულად" სახელ-სდებს მოციქული; ვითარცა, რაჟამს-იგი იტყოდის "დაბადებისაგან", ვითარმედ: "შჯული არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ აბრაჰამს ორ ძე ესხნეს" (), ეგრეთვე აწ ზემო თქუმულთა მათ სიტყუათა ბრალობისათა დავითისთა და ესაიაჲსთა "შჯულად" უწოდს, და შჯულისაგანთა მიმართ თქუმულად, რომელ არიან ჰურიანი, ხოლო დაღაცათუ მათდა მიმართ ოდენ იტყოდეს წინაჲსწარმეტყუელნი, არამედ სამართლად მათითა მით პირითა ყოველსა სოფელსა ამხილეს ზოგად თანამდებობაჲ ცოდვისა", რაჲთა ყოველთა წინა-გზა-უყონ სარწმუნოებისა მიმართ, რაჟამს გულისჴმის-ყოფად მოიყვანნენ, ვითარმედ ვერ კმა არს სრულ-მყოფელად და საცხორებელად მათდა ვერ შჯული წიგნისაჲ, ვერცაღა შჯული სჳნიდისისაჲ, თჳნიერ მხოლოდ სარწმუნოებაჲ იესუ ქრისტესი. ხოლო გესმას რაჲ, ვითარმედ "ყოველთავე ცოდეს", არა ამისთჳს ცოდეს, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, არამედ, რაჟამს მათ ცოდეს, და შჯულმან ამხილა ცოდვაჲ იგი, მაშინღა მხილებულთა მათ დაეყო პირი, რაჲთა არღარა აქუნდეს...
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ რჩულისა საქმჱ ესე არს, რაჲთა ოდენ გამოგიცხადოს შენ ცოდვაჲ და მიერითგან შენი არს, უკუეთუ გინდეს სივლტოლაჲ, ცოდვისაგან, და უკუეთუ არა ივლტოდი, მერმე მოიყვანებ შენ ზედა სასჯელსა და გექმნას საქმჱ იგი და მეცნიერებაჲ რჩულისაჲ უმეტესისა სასჯელისა მიზეზ.
...*„შჯული რისხვასა შეიქმს“** (). ეს ბოროტების მოქმედთა მიმართ ითქმის. მაგრამ რა ითქმის პატივის ღირსის მიმართ? ამბობს: „შჯულისაგან არს გამოცნობაჲ ცოდვისაჲ“ (). მაშ, რა ითქმის მართლის მიმართ?
ამბობს: „მართალსა შჯულ არა უც“ (). რატომ? იმიტომ, რომ სასჯელის გარეთ დგას და არ ელოდება, რომ რჯულისგან ისწავლოს, რა უნდა აკეთოს, რადგან შიგნით აქვს სულიწმინდის მადლი, რომელიც უკარნახებს. რადგან რჯული იმისთვის მიეცა, რომ შიშითა და მუქარით დაისაჯონ. ამიტომ მორჩილ ცხენს აღვირი არ სჭირდება, არც აღმზრდელობა მას, ვისაც აღმზრდელი არ სჭირდება. ხოლო ამბობს: „უშჯულოთა და ურჩთა, უმსახურებელთა და ცოდვილთა, უღირსთა და ბილწთა, მამის მაგინებელთა და დედის მაგინებელთა“ (...