მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 4:12

11. And he received the sign of circumcision, a seal of the righteousness of the faith which he had yet being uncircumcised: that he might be the father of all them that believe, though they be not circumcised; that righteousness might be imputed unto them also:12. And the father of circumcision to them who are not of the circumcision only, but who also walk in the steps of that faith of our father Abraham, which he had being yet uncircumcised.13. For the promise, that he should be the heir of the world, was not to Abraham, or to his seed, through the law, but through the righteousness of faith.
Romans თავი 4
12. And the father of circumcision to them who are not of the circumcision only, but who also walk in the steps of that faith of our father Abraham, which he had being yet uncircumcised.
თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა იყოს იგი მამად ყოველთა მორწმუნეთა წინადაუცუეთელთა, რაჲთა შეერაცხოს მათცა სიმართლედ და მამად წინადაცუეთილებისა, არა წინადაცუეთილებისათა მათ ხოლო, არამედ რომელნი ჰგიან კუალთა მათ ზედა წინადაუცუეთილებისა სარწმუნოებისათა მამისა ჩუენისა აბრაჰამისთა (4,11-12).:

თარგმანი: ამისთჳს მიიღო აბრაჰამ წინადაუცუეთილებასავე შინა სარწმუნოებითა განმართლებაჲ, რაჲთა იყოს იგი მამა ყოველთა მორწმუნეთა წინადაუცუეთელთა, რაჲთა მათცა შეერაცხოს სარწმუნოებაჲ მათი სიმართლედ. და კუალად ამისთჳს წინა-დაიცჳთა შემდგომად განმართლებისა, რაჲთა ზოგადად იყოს იგი მამა ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს ქრისტეს მიმართ, წინადაცუეთილ თუ იყვნენ, გინა წინადაუცუეთელ; და რაჲთა ზოგად ყოველთა უწყოდინ, ვითარმედ, ვითარ-იგი წინადაუცუეთელ ვერ მოიგებენ ამის მიერ შვილებასა აბრაჰამისსა, რამეთუ იგი წინადაუცუეთელობასა შინა განმართლდა, უკუეთუ არა მოიგონ განმამართლებელი იგი მისი სარწმუნოებაჲ, ეგრეთვე ვერცა წინადაცუეთილნი წინადაცუეთითა ოდენ მიემთხუევიან შვილებასა მისსა, უკუეთუ არა ვიდოდინ მათვე კუალთა წინადაუცუეთელობასა შინა მოგებულისა სარწმუნოებისათა მამისა ჩუენისა აბრაჰამისთა.

პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და მამად წინადაცუეთილებისა (4,12).:

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: ვითარცა-იგი წინადაუცუეთელობასა შინა მყოფნი ამისთჳს ოდენ ვერ იქმნებიან შვილ აბრაჰამისა, რომელ წინადაუცუეთელობასა შინა ჰრწმენა მას, არა თუ იგინიცა მიემსგავსნენ მისსა სარწმუნოებასა, ეგრეთვე ვერცა წინადაცუეთილნი იქმნებიან შვილ მისა ამისთჳს ოდენ, რომელ მან მიიღო წინადაცუეთაჲ, არა თუ მიემსგავსნენ სარწმუნოებასა მისსა. და ამის გამო ყოველთავე ჰურიათა, რომელთაცა არა ჰრწმენეს ქრისტე, განვრდომილ არიან იგინი შვილებისაგან აბრაჰამისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის