მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 6:1

1. What shall we say then? Shall we continue in sin, that grace may abound?2. God forbid. How shall we, that are dead to sin, live any longer therein?
Romans თავი 6
1. What shall we say then? Shall we continue in sin, that grace may abound?
თავი ვ̂. შემოსლვისათჳს მაცხოვარებისა ჩუენისათჳს მეორისა მის კაცისა იესუ ქრისტესსა პირველისა მის წილ დაცემულისა მიწისაგანისა ადამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე ვთქუათ აწ; და-მე-ვადგრეთა ცოდვასა მას ზედა, რაჲთა მადლი განმრავლდეს? — ნუ იყოფინ (6,1).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, — "სადა-იგი განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად გარდაემატა მადლი", — რაჲთა არა ჰგონონ უგუნურთა, ვითარმედ ურიდებად ცოდვისა აწუევს, ამისთჳს აწ თჳთვე იკითხავს: "და-მე-ვადგრეთა ცოდვასა ზედა, რაჲთა მადლი განმრავლდეს?" — და იგივე მიუგებს: "ნუ იყოფინ!" — რაჲთა განაცხადოს, ვითარმედ ყოვლად უჯერო არს მოგონებაჲცა ეგევითარისაჲ.

თავი ზ საქმეთა კეთილთათჳს, რომელნი ჯერ-არიან სარწმუნოებისა თანა]
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ რაჲ-მე ვთქუათ? და-მე-ვადგრეთა ცოდვასა მას ზედა, რაჲთა მადლი განმრავლდეს? — ნუ იყოფინ! რომელნი-ესე მოვკუედით (6,1).:

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "სადა-იგი განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად გარდაემატა მადლი", რაჲთა არა თქუან უგუნურთა, თუ ცოდვისა მიმარ გუაწუევს, ამისთჳს შესძინა ესე, ვითარმედ: ნუ-უკუე ვინმე თქუას თუ — "ვქმნე ცოდვაჲ, რაჲთა გარდაემატოს მადლი ჩემ თანაცა". ნუ იყოფინ ესე, ნუცამცა მოუგონებია ვის! რამეთუ იგი ქრისტემან ერთგზის ქმნა და მოჰფინა უხუად მადლი თჳსი და იჴსნა სოფელი მძლავრებისაგან ცოდვისა, და ამიერითგან, რომელმან შეიყუაროს და ქმნეს ცოდვაჲ, უმეტესად დაისაჯოს მისთჳს, ვიდრე პირველნი იგი. რამეთუ არა აქუს იძულებაჲ, ვითარ მაშინ, არამედ განთავისუფლებულ არს ქრისტეს მიერ, და ნებსით შთაიგდებს თავსა თჳსსა ცოდვათა შინა, და ღირს არს ფრიადსა საშჯელსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის