მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 6:2

1. What shall we say then? Shall we continue in sin, that grace may abound?2. God forbid. How shall we, that are dead to sin, live any longer therein?3. Know ye not, that so many of us as were baptized into Jesus Christ were baptized into his death?
Romans თავი 6
2. God forbid. How shall we, that are dead to sin, live any longer therein?
თავი ვ̂. შემოსლვისათჳს მაცხოვარებისა ჩუენისათჳს მეორისა მის კაცისა იესუ ქრისტესსა პირველისა მის წილ დაცემულისა მიწისაგანისა ადამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელნი-ესე მოვკუედით ცოდვითა, ვითარ უკუე მერმე ვცხონდებოდით მას შინა? (6,2).:

თარგმანი: თჳთ სიტყუაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: რომელნი-ესე მოვკუდებით ცოდვითა, ვითარ მერმე ვცხონდებით მას შინა? — რამეთუ ცოდვასა შინა სიკუდილი ესე არს, ანუ ამისთჳს, რომელ: "მისდა კერძოდ განკუთნვისა განჩინებაჲ მოვიღეთ ყოველთა", რომელ არს მოკუდავ ყოფაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ. ანუ ესრეთ: "მოვკუდებით ცოდვითა, რამეთუ მას შინაღა რაჲ ვიყვნეთ, მორწმუნე ვიქმნებით და ნათელს-ვიღებთ", რომელი-ესე უფროჲს სათქუმელ არს. ხოლო ცოდვითა მოკუდომაჲ ესე არს, რაჟამს გამოცდილებითა სიბოროტისა მისისაჲთა არღარა ვჰმორჩილობდეთ მას.

თავი ზ საქმეთა კეთილთათჳს, რომელნი ჯერ-არიან სარწმუნოებისა თანა]
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ცოდვისა მიმართ, ვითარ უკუე მერმე ვცხონდებოდით მას შინა? (6,2).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან გურწმენა და ნათელ-ვიღეთ, მკუდარ ვიქმნენით სოფლისაგან და ცოდვისა, რაჲთა არღარა ვჰმორჩილობდეთ მას, რამეთუ ესე ერთგზის ქმნა ნათლისღებამან, რომელ მოგუაკუდინნა მისგან. აწ უკუე ჩუენსა ნებასა და მოსწრაფებასა ზედა არს, რაჲთა დავადგრეთ მკუდრობასა მას ზედა ცხოველსმყოფელსა, და არღარა ცხოველ ვიყვნეთ ბოროტითა მით ცხორებითა, და დაღაცათუ ბევრეულგზის გუეტყოდის ცოდვაჲ, არა ვჰმორჩილობდეთ მას, არამედ ვიყვნეთ აღუძრველ მისა მიმართ, ვითარცა მკუდარნი.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელნი-ესე მოვკუედით ცოდვითა, ვითარ უკუე მერმე ვსცხონდებოდით მას შინა? (6,2).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან გურწმენა და ნათელ-ვიღეთ, მკუდარ-ვიქმნენით ცოდვისაგან, არღარას ზედა ვმორჩილებდეთ მას, რამეთუ ესე ერთგზის ჰქმნა ნათლის-ღებამან, რომელ მოგუაკუდინა მისგან. აწ უკუე ჩუენსა ნებასა და მოსწრაფებასა ზედა არს, რომელ, დაღაცათუ ბევრეულ გუეტყოდის ცოდვა, არა ვმორჩილებდეთ მას, არამედ ვიყვნეთ აღუძრველ მისა მიმართ, ვითარცა მკუდარნი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის