თარგმანი: ჰნებავს გამოჩინებად მსგავსებისა ჩუენისა, რომელი გუაქუს ქრისტეს მიმართ ნათლისღებითა, და იტყჳს, ვითარმედ: "თანანერგ ვექმნენით სიკუდილისა მისისა მსგავსებასა". ხოლო თანანერგად ამისთჳს იტყჳს, რამეთუ, ვითარცა გუამმან მან მეუფისამან, და-რაჲ-იდვა საფლავსა შინა, აღმოუცენა ცხორებაჲ სოფელსა, ეგრეთვე ჩუენი გუამი, დაიფლას რაჲ ნათლისღებასა შინა, აღმოგჳცენებს ჩუენვე სიმართლესა.
Romans 6:5
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ, რომელთა-ესე ნათელ ვიღეთ ქრისტე იესუის მიერ, სიკუდილისა მისისა მამართ ნათელ-ვიღეთ და თანა-დავეფლენით მას ნათლისღებითა სიკუდილსა მისსა, რაჲთა, ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით (6,3-4).
თარგმანი: უმამხილებელესად იჴუმევს სიტყუასა თჳსსა, რამეთუ გამოგჳთარგმნის, თუ ვითარ მოვკუდებით ცოდვითა, და იტყჳს: არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, ჩუენცა სიკუდილად ნათელ-გჳღებიეს? რამეთუ ნათლის-ღებაჲ სიკუდილსა მიემსგავსების და ამას მოასწავებს სიკუდილისა მისისა მიმართ ნათლისღებაჲ, რამეთუ, ვითარ-იგი სიკუდილი მოაკუდინებს ეგრეთვე ნათლისღებაჲ უქმ ჰყოფს ჴორცთა ყოვლისავე ცოდვისა მიმართ. ესე რაჲ თქუა მოციქულმან, იწყო სარწმუნო ყოფად აღდგომასა მკუდართასა აღდგომისა მიერ ქრისტესისა, რომლისა აღდგინებაჲ დიდებითა მამისაჲთა ამისთჳს თქუა, რამეთუ ჯერეთ ჩჩჳლთა მიმართ სიტყუასა ჰყოფდა, რომლისა შემდგომობაჲ ესრეთ...
...გრიგოლ ღვთისმეტყველი).
აღდგომა ქრისტესი გვაზიარებს მის მიერ სიკვდილის ძლევის უდიდეს სიხარულთან, რაც ჩვენს პირად უკვდავებასაც უკავშირდება, რადგან „თუ სიკვდილის მსგავსებით თანაშეზრდილნი ვართ მასთან, აღდგომითაც მას ვემსგავსებით“ და როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ასევე ჩვენც იმსოფლად განახლებულ სიცოცხლეში ვივლით ()
განახლებული ცხოვრება კი დედამიწაზევე უნდა დავიწყოთ, რომ „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან განგვათავისუფლოს“ ().
სიკვდილი არის საიდუმლოებით მოცული კარიბჭე, რომლის შეღებისთანავე სულისთვის იწყება მარადული ცხოვრება, თუმცა მაინც არასრული; შემდეგ კი მოაწევს ჟამი, როცა მიცვალებულნი შეიმოსავენ განახლებულ სხეულს და „კეთილისმოქმედნი გამოვლენ სიცოცხლის აღდგომისთვის, ხოლო ბოროტისმოქმედნი, - განკითხვის აღდგომისათვის“ ().
თუ ქრისტემდე სიკვდილი მოიწეოდა ყველაზე, - მორწმუნეზეც და ურწმუნოზეც, იუდეველზეც და წარმართზეც, ასევე მთელ სამყაროზე, - მეორედ მოსვლის შემდეგ აღარ იარსებებს არც სიკვდილი და არც ხრწნილება და უფალი ყველას და ყველაფერს აღადგენს პირვანდელ მდგომარეობაში და სამართლიანობით მიაგებს ყველას მარადიულ ადგილ...