მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 7:15

14. For we know that the law is spiritual: but I am carnal, sold under sin.15. For that which I do I allow not: for what I would, that do I not; but what I hate, that do I.16. If then I do that which I would not, I consent unto the law that it is good.
Romans თავი 7
15. For that which I do I allow not: for what I would, that do I not; but what I hate, that do I.
თავი თ̂. შჯულსა ქუეშე მყოფთა დაშჯისათჳს ცოდვისა მიერ, რომლისაგან განგუათავისუფლნა ქრისტემან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისა: რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ, რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ (7,15).:

თარგმანი: არა ამას იტყჳს, ვითარმედ: "უმეცრებით ვცოდავ", არამედ აღტაცებით; რამეთუ პირველ დაბადებითგან არავინ ყოფილ არს ესრეთ, რომელსამცა არა ჰქონებოდა მცირე გინა დიდი მხილებაჲ სჳნიდისისაჲ, არამედ რომელიმე წარმდებებით ცოდავს და რომელიმე აღტაცებით თანა-მიყოლითა ბილწისა მის გემოჲსაჲთა, რომელი შეარყევს კეთილისა მისგან ნებისა. და საძულელსა მას ესრეთ აქმნევს, ვითარცა საყუარელსა. ამისთჳს აწ არა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: "არა ვიცი თუ ბოროტ არს და უმეცრებით ვცოდავ", არამედ: "არა ვიცი თუ ვითარ წარვიტაცები და ნებისაგან კეთილისა შევირყევი, ვითარცა მიმძლა.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი (7,15).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვნებაჲ ჩემ თანა დამკჳდრებულ არს, დამაბნელებს და წარმიტაცებს, და არა უწყი, თუ ვითარ დამცემს. ხოლო რომელ იტყჳს, ვითარმედ: "არა რომელი მე მნებავს, მას ვიქმ", ესე იგი არს, ვითარმედ: რომელი-იგი არა სათნო-უჩნს შინაგანსა გონებასა ჩემსა და ვიცი, ვითარმედ ბოროტ არს, მას ვიქმ ჩუეულებისა და წესისა მის ბოროტისა მძლავრებითა.

თავი ი
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი (7,15).:

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "განფრდილ ვარ ცოდვასა შინა", აწ იტყჳს თუ ვითარ განფრდილ ვარ; ვითარმედ: არა ვიციო, თუ ვითარ მაცთუნებს და წარმიტაცებს ცოდვაჲ, რამეთუ მიიპარავს გონებასა ჩემსა, რომელ კნინღა ვერ ვსცნობ თუ ვითარ მიმიტაცებს.

სააღდგომო ეპისტოლე 1994 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულ, ღვთივკურთხეულ შვილებს:

უფალი ბრძანებს: „ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა მშვიდობა შენი და ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე“ ()

ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, უფლისგან დალოცვილი საქართველოს მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო საყვარელო თანამემამულენო:

ქრისტე აღდგა!

პასექი ქრისტესი დღესასწაულია სიხარულისა. სიხარული, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს ჩვენს გულებს და ჩვენც, ამ გრძნობით გაბრწყინვებულნი, სულ სხვანაირად აღვიქვამთ სამყაროს, რადგან ეს სიხარული არამიწიერი სიყვარულიდან მომდინარეობს, რომლის უშრეტი წყარო უფალი ბრძანდება, ამიტომაც წერს წმიდა იოანე ღვთისმეტყველი: „ღმერთი სიყუარული არს“ ().

ჩვენ რეალურად უნდა აღვიქვათ სამყარო, მაგრამ ეს ხედვა, აუცილებლად, სიყვარულით უნდა იყოს გამსჭვალული, რადგან თვით სამყარო მთელი თავისი არსით ღვთაებრივი სიყვარულის ნაყოფია.

ცნობილი ფილოსოფოსი ი. პავლოვი წერდა:...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1986 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
თემატური კომენტარი
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...მათე 10,26).

რთულია პიროვნების სულიერი სამყარო, მასში ორი ძალა მომედებს: სიკეთისა და ბოროტებისკენ მიმართული. მოციქული პავლე გრძნობდა რა შინაგან გაორებას, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერდა: „რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი, რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ“ (). მშვენივრად თქვა ჰაინრიხ ჰაინემ: „მსოფლიო ორად გაიყო და ბზარმა ჩემს გულზე გაიარა“.

„მე ვარ უფალი - მკურნალი შენი“ (გამოსვლათა 15,26), - ბრძანებს შემოქმედი და წინასწარმეტყველი იერემიას საშუალებით გვამცნობს: „აჰა, მე მოვაწიო მათ ზედა შებრძჳლვა და კურნება და განკურნნე იგინი, და ვყო მათთვს მშვიდობა და სარწმუნოება“.

მხოლოდ ღმერთია მსოფლიოსა და კაცთა მკურნალი და მხსნელი, მხოლოდ მისი შეწევნით შეიძლება შინაგანი წინააღმდეგობის ძლევა, მშვიდობის დამყარება საკუთარ თავთან, მოყვასთან და ხალხთან ურთიერთობის მაღალი კულტურის მიღწევა, რაც აზრთა შემთხვევითი სხვადასხვაობისაგან თავის არიდებასა და მის სანაცვლოდ ოპტიმალური და შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.

კულტურა არ უნდა იყოს ჩაკეტილი მხოლოდ მუზეუმებსა და თეატრებში; იგი უნდა იგრძნობოდეს ყველგან: ქუჩაში, ბაღებსა და სკვერებში. რესტორნებსა და კაფეებში, ყოველ ოჯახში. კულტურა...

სრულად ნახვა