მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 6

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

პავლესი: რჩული უფლებს კაცსა ზედა, რავდენ ცოცხალ არს იგი (7,1).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა ცოცხალ იყო რჩული მოსესი და ჯერ-იყო მონებაჲ მისი, ხოლო ვინაჲთგან ქრისტჱ მოვიდა, იგი მოკუდა და არღარად საჴმარ არს მისი აღსრულებაჲ.

პავლესი: ქმრის ცოლი დედაკაცი შეკრულ არს რჩულითა; უკუეთუ მოკუდეს ქმარი, განთავისუფლებულ არს იგი რჩულისა მისგან (7,2).

თარგმანი: ქმრად მოსეს რჩულსა იტყჳს და დედაკაცად — ერსა მას, მორჩილსა მისსა, და იტყჳს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა იგი ცხოველ იყო, და მრუშება იყო მისგან განშორებაჲ, ხოლო აწ იგი მოკუდა და უჯერო არს მკუდრისა მის ცოლყოფაჲ, არამედ რომელი აწ შემოვიდა ახალი სიძჱ — უკუდავი ქრისტჱ —მისი ჯერ-არს შეყოფაჲ.

პავლესი: ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა (7,3). თარგმანი: რამეთუ ვიდრე-იგი ვიყვენით ბოროტთა საქმეთა შინა, ბოროტსა ცხორებასა.

პავლესი: ვნებანი იგი ცოდვათანი იქმნებოდეს რჩულისა მისგან ასოთა შინა ჩუენთა (7,5).

თარგმანი: რაჟამს ბოროტთა მათ საქმეთა ჩუენთა არა დაუტეობდით და რჩული გუამხილებდა, მაშინ ვიცოდეთ, ვითარმედ ბოროტად ვიქმთ და ვნებანი ჴორცთანი იშვებოდეს რაჲ ასოთა შინა ჩუენთა, რომელ არიან გულისსიტყუანი, მაშინ რჩული იგი, მამხილებელი ცოდვისაჲ, უფროჲსად დასასჯელ გუექმნებოდა და ცოდვა, ვინაჲთგან არა უსმენდით მას.

პავლესი: რამეთუ აწ ესერა განთავისუფლებულ ხართ რჩულისა მისგან და მოვკუედით, რომლითა-იგი შეპყრობილ ვიყვენით: რაჲთა ვჰმონებდეთ განახლებულითა სულითა და არა დაძუელებულითა წიგნითა (7,6).

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ რჩული მაშინ ოდენ გუეტყოდა, რაჲთა არა ვცოდვიდეთ, და გამოაჩინა თუ რაჲ არს ცოდვაჲ, ხოლო ჩუენ ვნებათა მიერვე შეპყრობილ ვიყვენით და გუექმნებოდა იგი უმეტესად დასასჯელ. არამედ აწ განვთავისუფლდით მისგან; ვითარ განვთავისუფლდით? რამეთუ ძუელი იგი კაცი, ცოდვისა მიერ დამონებული, მოკუდა და დაეფლა, რამეთუ ამისთჳს თქუა თუ "მოვკუედით, რომლითა შეპყრობილ ვიყვენით" და აწ არღარა ვჰმონებთ დაძუელებულითა წიგნითა, ესე იგი არს, ვითარმედ არღარა გუაქუს ძუელი იგი რჩული დამსჯელად, არამედ სული წმიდაჲ შემწედ გუაქუს.

პავლესი: მიზეზი პოვა ცოდვამან მცნებისაგან (7,8).

თარგმანი: არათუ რჩულმან მოსცა მიზეზი ცოდვისაჲ, — ნუ იყოფინ! — არამედ იგი აყენებდა, რაჲთამცა განაშორა ცოდვისაგან. ხოლო "ცოდვამანო" — ესე იგი არს, ვითარმედ დაჴსნილებამანო და უკეთურმან გონებამან კეთილი იგი ბოროტად იჴმარა, რამეთუ რჩული მოგუეცა არა თუ რაჲთა აღატყინოს გულისთქუმაჲ, არამედ რაჲთა დაშრიტოს. ხოლო კაცთა არა უსმინეს, რამეთუ მკურნალისა საქმჱ არს, რაჲთა უთხრას სნეულსა მავნებელი, ხოლო უკუეთუ სნეულმან არა ინებოს კრძალვაჲ, ბრალი მისი არს.

პავლესი: და შექმნა ჩემ თანა ყოველი გულის-თქუმა (7,8).

თარგმანი: არათუ ამას იტყჳს თუ — მცნებამან გულისთქუმაჲ ქმნა, — არამედ: ცოდვამან, რომელ არს ბოროტი გონებაჲ, მან მიიღო რაჲ მცნებაჲ, უფროჲსად გარდაჰმატა გულისთქუმაჲ.

პავლესი: რამეთუ რჩულისა თჳნიერ ცოდვაჲ მკუდარ არს (7,8).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა ესრეთ საცნაურ არს, ვითარ რჩულისა მიერ, რამეთუ იცოდეს რცულისა პირველცა, ვითარმედ ცოდვენ, არამედ უგანცხადებულესად ცნეს, რაჟამს მოვიდა რჩული.

პავლესი: ხოლო მე ცოცხალ სადმე ვიყავ თჳნიერ რჩულისა. თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ პირველ მოსესა კაცნი იყვნეს თჳნიერ რჩულისა, და არა ერეთ დაისაჯებოდეს ცოდვათათჳს, ვითარ რაჟამს რჩული მოვიდა. რამეთუ ამათ ყოველთა სიტყუათა კაცობრივისა ბუნებისა მაგიერ იტყჳს, ვითარ-იგი იყო პირველ ქრისტესა.

პავლესი: და ოდეს მოიწია მცნებაჲ, ცოდვაჲ იგი განცოცხლდა, და მე მოვკუედ (7,9-10).

თარგმანი: არა თუ ცოდვაჲ არა იყო და რჩულმან განაცოცხლა და არაარსი არსად მოიყვანა, არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ პირველ რჩულისა ეცოდევდი და ცოდვაჲ იგი არა ჩანდა, არამედ წარმდებად და უგულისხმოდ ვიქმოდე ამას. ხოლო მო-რაჲ-ვიდა რჩული, მან ჩემ შორის დამალული იგი ცოდვაჲ გამოაცხადა, ხოლო ვინაჲთგან გამოაცხადა, და თილად მასვე ვიქმოდე მერმე უმეტესი სასჯელი და სიკუდილი სულიერი მოვიდოდა ჩემ ზედა. და ესე დიდი ქებაჲ არს რჩულისაჲ, რომელ პირველ მისა წარჴსნილად და ურიდად ცოდვიდეს, და არა დადად ცოდვად შეერაცხნეს დიდნი ცოდვანი, არამედ ვითარცა სიზმარსა შინა იცოდეს თუ: ვცოდავთ. ხოლო მო-რაჲ-ვიდა იგი, ესე ქმნა, თუცა რომელ სხუაჲ არა, გარნა ესე: იცოდინ თუ — ვცოდავთ. და ესე არა მცირედი შეწევნაჲ არს, დამახრწეველი ცოდვისაჲ.

პავლესი: და იპოვა ჩემდა მცნებაჲ იგი, რომელი იყო საცხორებელად, იგივე სიკუდილად (7,10).

თარგმანი: არა იტყჳს თუ: იქმნა ჩემდა სიკუდილად; არამედ: იპოვაო; რამეთუ საკჳრველსა მას და დიდსა უკეთურებასა კაცთასა ესრეთ უწოდა. რამეთუ ამას იტყჳს, ვითარმედ: იგი ცხორებისათჳს მოეცა; უკუეთუ კულა ცხორებად ქმნილი იგი სიკუდილ იპოვა, ესე არა მისი არს ცთომაჲ, არამედ რომელთა მიიღეს მცნებაჲ იგი განმაცხოველებელი, და მოიპოვეს იგი სიკუდილისა შუმწედ.

პავლესი: აწ უკუე კეთილი იგი მე სიკუდილ მექმნა-ა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ იგი რაჲთა ჩნდეს ცოდვად კეთილთა მით (7,13).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რაჲთა გამოჩნდეს თუ რაზომ ბოროტ არს ცოდვაჲ და ბოროტი გონებაჲ, რომელ ცხორებისა მიზეზი იგი სიკუდილისა შემწედ მოიპოვა.

პავლესი: რაჲთა იყოს გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი (7,13).

თარგმანი: რაჲთა ვცნა თუ რაზომ მწარე არსო საქმჱ ცოდვისა მის.

პავლესი: რჩული სრს (7,14).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ლელი არს სათნოვებისაჲ.

პავლესი: რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი (7,15).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვნებაჲ ჩემ თანა დამკჳდრებულ არს, დამაბნელებს და წარმიტაცებს, და არა უწყი, თუ ვითარ დამცემს. ხოლო რომელ იტყჳს, ვითარმედ: "არა რომელი მე მნებავს, მას ვიქმ", ესე იგი არს, ვითარმედ: რომელი-იგი არა სათნო-უჩნს შინაგანსა გონებასა ჩემსა და ვიცი, ვითარმედ ბოროტ არს, მას ვიქმ ჩუეულებისა და წესისა მის ბოროტისა მძლავრებითა.

პავლესი: ესე უწყი, რამეთუ არა დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ჴორცთა შინა ჩემთა, კეთილი (7,18).

თარგმანი: არა თუ ჴორცთა შეასმენს ამით სიტყჳთა, არამედ განყო კაცი ორად — სულად და ჴორცად; და თქუა, ვითარმედ ჴორცთა შინა ჩემთა კეთილი არარაჲ არსო. ესე იგი არს, ვითარმედ: ჴორცთა ვერ ძალ-უც სათნოებისა რაჲსამე ქმნად თავით თჳსით, არამედ ყოველი საქმჱ სულისაჲ არს და მას ძალ-უც გამოცნობად კეთილისა და ბოროტისა; ხოლო ოდეს იგი მიდრკეს კეთილისაგან, ჴორცნი მას შეუდგიან.

პავლესი: რამეთუ ნებაჲ წინა-მიც, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ (7,18).

თარგმანი: არა თუ იტყჳს თუ: არა ვიცი კეთილი და ვერცა გულისხმა-ვჰყოფ, ვერცა ვჰპოვებ, არამედ მძლავრებასა მას ცოდვისასა, რომელ არს ბოროტი გონებაჲ და ჩუეულებაჲ, მას იტყჳს, ვითარმედ: იგი არა შემინდობს ყოფად, რომელი-იგი კეთილად შემერაცხოს, არამედ ბოროტისა მიმართ, რომლი ვიცოდი, ვითარმედ ცოდვაჲ არს, მისა მიმიზიდავს.

პავლესი: უკუეთუ, რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ — რომლი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა — ცოდვაჲ (7,20).

თარგმანი: სულიცა და ჴორცნიცა კიდე-განიყვანნა და ყოველი ბრალი ბოროტსა პროერესინსა (რომელ არს ნებაჲ) და ბოროტსა ჩუეულებასა ზედა დადვა, რამეთუ სულისაცა ბუნებაჲ კეთილ არსო და ჴორცთაჲცა; არამედ ბოროტი ჩუენი ნებაჲ იქმს ცოდვასა.

პავლესი: ვჰპოებდე რჩულსა, რომელსა უნდეს ჩემდა ყოფად კეთილისა, ხოლო მე ბოროტი წინა-მიც (7,21).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ვაქებდე რჩულსა მას სჳნიდისითა ჩემითა და ვჰპოებ მას, ვითარმედ, უკუეთუ მინდეს კეთილისა ქმნად, შემეწევის დიდად, დაღაცათუ მე ბოროტი წინა-მიც, ესე იგი არს, ვითარმედ ბოროტსა ვიქმ. არამედ ვიცი, ვითარმედ: უკუეთუ ვინებო კეთილისა ქმნად, თანაშემეწეოდის და განზრახვასა მას ჩემსა განაძლიერებდეს, რამეთუ, რაჲზომცა თანა-მენებოს მისა (ესე იგი არს, ვითარმედ: ვეწამებოდი), იგიცა მაშინ აქებს განზრახვასა ჩემსა.

მოციქულისაჲ: რამეთუ თანამნებავს რჩულსა ღმრთისასა (7,22).

თარგმანი: აღვიარებ სჳნიდისითა, ვითარმედ კეთილ არს, რამეთუ პირველ მისსაცა იცოდა სჳნიდისმან ჩემმან კეთილისა საქმჱ და ვპოე რაჲ იგი წერილი, ვაქებო "შინაგანითა კაცითა", არამედ ვხედავ სხუასა რჩულსა ასოთა შინა ჩემთა (7,23). ხოლო რჩულად წინააღმდგომად ცოდვასა უწესს ამას ადგილსა და ბოროტსა პროერესინსა, რომელ არს ნებაჲ. და იგივე წინა-აღუდგებისო სჳნიდისსა ჩემსა და წარმტყუენავს რჩულითა ცოდვისაჲთა, რომელ არს ჩუეულებაჲ ბოროტისაჲ.

პავლესი: უბადრუკი მე ესე კაცი ვინ-მე მიჴსნას ჴორცთა ამათგან სიკუდილისათა? (7,24).

თარგმანი: ნუ ჰგონებ თუ ჴორცთა რასმე აბრლებს, რამეთუ არა თქუა "ჴორცნი ცოდვისანი", არამედ "ჴორცნი სიკუდილისანიო", და ამას იტყჳს, ვითარმედ: გან-მცა-ვინ-მათავისუფლა მძლავრებისა ამისგან ცოდვათაჲსა, რომელთა მიერ იქმნნეს ჴორცნი ესე ჴორც სიკუდილის, რაჲთამცა მომეცნეს მე ჴორცნი თავისუფალნი ცოდვისაგან და სიკუდილისა.