მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 7:2

1. Know ye not, brethren, (for I speak to them that know the law,) how that the law hath dominion over a man as long as he liveth?2. For the woman which hath an husband is bound by the law to her husband so long as he liveth; but if the husband be dead, she is loosed from the law of her husband.3. So then if, while her husband liveth, she be married to another man, she shall be called an adulteress: but if her husband be dead, she is free from that law; so that she is no adulteress, though she be married to another man.
Romans თავი 7
2. For the woman which hath an husband is bound by the law to her husband so long as he liveth; but if the husband be dead, she is loosed from the law of her husband.
თავი ჱ. ცხორებისა მისთჳს მადლითა შემკულისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ქმრის ცოლი დედაკაცი შეკრულ არს შჯულითა; უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი შჯულისა მისგან ქმრისაჲსა. ხოლო ცხორებასა ქმრისასა მრუშებად შეერაცხოს, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა. უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, თავისუფალ არს იგი შჯულისა მისგან, რაჲთა არა იყოს იგი მემრუშე, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა (7,2-3).:

თარგმანი: ქმრად მოსეს შჯულსა იტყჳს და დედაკაცად — ერსა მას მორჩილსა მისსა. და იტყჳს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა იგი ცოცხალ იყო, და მრუშება იყო მისგან განშორებაჲ. ხოლო აწ იგი მოკუდა და უჯერო არს მკუდრისა მის ცოლ ყოფაჲ. არამედ რომელი აწ შემოვიდა ახალი იგი სიძჱ — უკუდავი ქრისტე —მისდა ჯერ-არს შეყოფაჲ.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ქმრის ცოლი დედაკაცი შეკრულ არს რჩულითა; უკუეთუ მოკუდეს ქმარი, განთავისუფლებულ არს იგი რჩულისა მისგან (7,2).:

თარგმანი: ქმრად მოსეს რჩულსა იტყჳს და დედაკაცად — ერსა მას, მორჩილსა მისსა, და იტყჳს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა იგი ცხოველ იყო, და მრუშება იყო მისგან განშორებაჲ, ხოლო აწ იგი მოკუდა და უჯერო არს მკუდრისა მის ცოლყოფაჲ, არამედ რომელი აწ შემოვიდა ახალი სიძჱ — უკუდავი ქრისტჱ —მისი ჯერ-არს შეყოფაჲ.

თავი თ̂. შჯულსა ქუეშე მყოფთა დაშჯისათჳს ცოდვისა მიერ, რომლისაგან განგუათავისუფლნა ქრისტემან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, ძმანო, — რამეთუ მეცნიერთა მათ შჯულისათა ვეტყჳ, — ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს იგი? რამეთუ ქმრის ცოლი დედაკაცი სიკუდილადმდე ქმრისა შეკრულ არს შჯულითა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი შჯულისა მისგან ქმრისა. აწ უკუე ცხორებასა ქმრისასა მემრუშედ ეწოდოს, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი მისი, თავისუფალ არს იგი შჯულისა მისგან. რაჲთა არა იყოს იგი მემრუშე, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა (7,1-3).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო აჩუენა, ვითარმედ ცოდვაჲ არღარა უფლებს, აწ აჩუენებს, ვითარმედ არცაღა შჯული უფლებს; და სახედ შემოიღებს მას, რაჲ-იგი თჳთ მასვე შჯულსა განეწესა დედაკაცისათჳს ქმრის ცოლისა. და შჯულსა იტყჳს ნაცვალად ქმრისა, ხოლო მორჩილთა შჯულისათა - სახედ ცოლისა. და ამას თჳთ მეცნიერთავე ეტყჳს წიგნისა მის შჯულისათა, ვითარმედ: შჯული უფლებს კაცსა ზედა, ესე იგი არს მამაკაცსა და დედაკაცსა (რამეთუ კაცებისა სახელი ზოგადი არს ორთაჲვე). ამისსა შემდგომად სახითა მით ქმრისა სიკუდილისაჲთა იგავით ეტყჳს მოკუდომასა შჯულისასა, რაჲთა არა შეაწუხნეს იგინი განცხადებულად შეურაცხებითა შჯულისაჲთა; და ზედამიწევნით დაუმტკიცებს, ვითარმედ ესრეთ განთავისუფლებულ არიან მისგან, ვითარცა ცოლი — ქმრისაგან მომკუდრისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის