მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 7:5

4. Wherefore, my brethren, ye also are become dead to the law by the body of Christ; that ye should be married to another, even to him who is raised from the dead, that we should bring forth fruit unto God.5. For when we were in the flesh, the motions of sins, which were by the law, did work in our members to bring forth fruit unto death.6. But now we are delivered from the law, that being dead wherein we were held; that we should serve in newness of spirit, and not in the oldness of the letter.
Romans თავი 7
5. For when we were in the flesh, the motions of sins, which were by the law, did work in our members to bring forth fruit unto death.
თავი ჱ. ცხორებისა მისთჳს მადლითა შემკულისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა (7,5).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რაჟამს ვიყვენით ჴორციელსა მას მოქალაქობასა შინა შჯულისასა, რამეთუ ჴორცად ჴორციელთა მათ მცნებათა იტყჳს, დადებულა ჭამისათჳს და სუმისა და ბანისა ჴორციელთა ასოთაჲსა და კეთროვნებისა და სხუათა ესევითართა.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ვნებანი იგი ცოდვათანი იქმნებოდეს რჩულისა მისგან ასოთა შინა ჩუენთა (7,5).:

თარგმანი: რაჟამს ბოროტთა მათ საქმეთა ჩუენთა არა დაუტეობდით და რჩული გუამხილებდა, მაშინ ვიცოდეთ, ვითარმედ ბოროტად ვიქმთ და ვნებანი ჴორცთანი იშვებოდეს რაჲ ასოთა შინა ჩუენთა, რომელ არიან გულისსიტყუანი, მაშინ რჩული იგი, მამხილებელი ცოდვისაჲ, უფროჲსად დასასჯელ გუექმნებოდა და ცოდვა, ვინაჲთგან არა უსმენდით მას.

თავი თ̂. შჯულსა ქუეშე მყოფთა დაშჯისათჳს ცოდვისა მიერ, რომლისაგან განგუათავისუფლნა ქრისტემან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა, ვნებანი იგი ცოდვათანი შჯულისა მისგან იქმნებოდეს ასოთა შინა ჩუენთა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ სიკუდილისაჲ (7,5).:

თარგმანი: არა იტყჳს, ვითარმედ: "რაჟამს ვიყვენით შჯულსა შინა", რაჲთა არა ადგილ-სცეს მწვალებელთა სიტყუად, ვითარმედ: "ბოროტ იყო ძუელი იგი შჯული"; არამედ — "რაჟამს ვიყვენით ჴორცთა შინა"; რამეთუ ჴორც უწოდს ბოროტთა საქმეთა, ჴორცთა მიერ ქმნილისა ცოდვისათა. არცა ამას იტყჳს თუ: "მაშინ ჴორციელ ვიყვენით, ხოლო აწ უჴორცო ვართ", რამეთუ ამას ყოველსა ღონე-ჰყოფს რაჲთა არცა განცხადებულად მიზეზ ცოდვისა ყოს შჯული, არცა კუალად სრულიად თავისუფალ ყოს; რამეთუ მწარისა შემასმენელისა ადგილი ეპყრა შჯულსა და გამოაცხადებდა ცოდვათა, ხოლო არა თჳთ იგი გუაქმნევდა მათ. ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ: "შჯულისა მიერ", არამედ შჯულისაგან იქმნებოდესო, ესე იგი არს, ვითარმედ განქიქებულ იქმნებოდეს. არცა კუალად იტყჳს, ვითარმედ: "ასოთა მიერ ჩუენთა", არამედ — "ასოთა შინა ჩუენთა", რაჲთა არა ასოთა მიერ ქმნულად ჰგონნე ცოდვანი, და ბოროტად შეჰრაცხო გუამი კაცისაჲ, რომელი-ესე უჯერო არს. რამეთუ ასოთა მაქმნეველ გონებაჲ იყო, მიდრეკილი ეშმაკისა მიერ, ასოთა შინა ჩუენთა გამოიღოს ნაყოფი სიკუდილისაჲ; გინათუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს სიტყუად: ნაყოფის შემწირველ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის