თარგმანი: არა თუ ცოდვაჲ არა იყო და რჩულმან განაცოცხლა და არაარსი არსად მოიყვანა, არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ პირველ რჩულისა ეცოდევდი და ცოდვაჲ იგი არა ჩანდა, არამედ წარმდებად და უგულისხმოდ ვიქმოდე ამას. ხოლო მო-რაჲ-ვიდა რჩული, მან ჩემ შორის დამალული იგი ცოდვაჲ გამოაცხადა, ხოლო ვინაჲთგან გამოაცხადა, და თილად მასვე ვიქმოდე მერმე უმეტესი სასჯელი და სიკუდილი სულიერი მოვიდოდა ჩემ ზედა. და ესე დიდი ქებაჲ არს რჩულისაჲ, რომელ პირველ მისა წარჴსნილად და ურიდად ცოდვიდეს, და არა დადად ცოდვად შეერაცხნეს დიდნი ცოდვანი, არამედ ვითარცა სიზმარსა შინა იცოდეს თუ: ვცოდავთ. ხოლო მო-რაჲ-ვიდა იგი, ესე ქმნა, თუცა რომელ სხუაჲ არა, გარნა ესე: იცოდინ თუ — ვცოდავთ. და ესე არა მცირედი შეწევნაჲ არს, დამახრწეველი ცოდვისაჲ.
Romans 7:9
თარგმანი: პირველ მოსესსა იტყჳს ცხოველ ყოფასა, და არა სიმრავლითა ცოდვათაჳთა მომკუდარ-ყოფასა ვითარმედ: მაშინ ბუნებითი ოდენ შჯული მაქუნდა მამხილებელად, ხოლო შემდგომად მოსესსა წერილისაჲცა იგი ზედა-დაერთო ბუნებითსა მას, და ვითარცა მკუდარი აღადგინა, და უჩინოჲ საჩინო ყო დაფარულებაჲ ცოდვისაჲ, რომლითა მე მოვკუედ, რაჟამს არღარა უმეცრებით, არამედ მეცნიერებით ვცოდევდი და ცოდვისაგან დამაყენებელისა მის შჯულისასა არა ვისმენდი. ამისთჳსცა საცხორებელად მოცემული იგი ურჩებამან და უდებებამან ჩემმან სასიკუდინო ჩემდა ყო. რომლისათჳს არა მკურნალისაჲ, არამედ სენისა მის შემმატებელისაჲ არს] ბრალი და უფროჲსღა ცოდვისა მომპოვნებელისა და მაცთურებით მომაკუდინებელისა ეშმაკისაჲ, რომელმან სამოთხისა იგი მცნებისა გარდასლვაჲ შჯულისა მცნებათა გარდასლვასა თანა სასიკუდინო ჩუენდა ყო.
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: პირველ მოსესა კაცნი იყვნეს თჳნიერ რჩულისა, და არა ესრეთ დაისაჯებოდეს ცოდვათათჳს, ვითარ რაჟამს რჩული მოვიდა. რამეთუ ამათ ყოველთა სიტყუათა კაცობრივისა ბუნებისა მაგიერ იტყჳს, ვითარ-იგი იყო პირველ ქრისტესა.
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის