📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: მიზეზი პოვა ცოდვამან მცნებისაგან (7,8).
თარგმანი: არა თუ რჩულმან მოსცა მიზეზი ცოდვისაჲ, ნუ იყოფინ, არამედ იგი აყენებდა, რაჲთამცა განაშორა ცოდვისაგან, ხოლო "ცოდვამანო" — ესე იგი არს, ვითარმედ დაჴსნილებამანო და უკეთურმან გონებამან კეთილი იგი ბოროტად იჴმარა, რამეთუ რჩული მოგუეცა, არა თუ რაჲთა აღატყინოს გულისთქუმაჲ, არამედ რაჲთა უთხრას სნეულსა მავნებელი, ხოლო უკუეთუ სნეულმან არა ინებოს კრძალვაჲ, ბრალი მისი არს.
მოციქულისაჲ: და შექმნა ჩემ თანა ყოველი გულისთქუმაჲ (7,8).
თარგმანი: არა თუ ამას იტყჳს თუ მცნებამან გულისთქუმაჲ ქმნა, არამედ ცოდვამან, რომელ არს ბოროტი გონებაჲ. მან მიიღო რაჲ მცნებაჲ, უფროჲსად გარდაჰმატა გულისთქუმაჲ.
მოციქულისაჲ: რამეთუ რჩულისა თჳნიერ ცოდვაჲ მკუდარ არს (7,8).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა ესრეთ საცნაურ არს, ვითარ რჩულისა მიერ, რამეთუ იცოდეს რჩულისა პირველცა, ვითარმედ ცოდვენ, არამედ უგანცხადებულესად ცნეს, რაჟამს მოვიდა რჩული.
მოციქულისაჲ: ხოლო მე ცოცხალ სადმე ვიყავ თჳნიერ რჩულისა (7,9).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: პირველ მოსესა კაცნი იყვნეს თჳნიერ რჩულისა, და არა ესრეთ დაისაჯებოდეს ცოდვათათჳს, ვითარ რაჟამს რჩული მოვიდა. რამეთუ ამათ ყოველთა სიტყუათა კაცობრივისა ბუნებისა მაგიერ იტყჳს, ვითარ-იგი იყო პირველ ქრისტესა.
მოციქულისაჲ: და ოდეს მოიწია მცნებაჲ, ცოდვაჲ იგი განცოცხლდა, და მე მოვკუედ (7,9-10).
თარგმანი: არა თუ ცოდვაჲ არა იყო და რჩულმან განაცოცხლა და არა-არსი არსად მოიყვანა, არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ პირველ რჩულისა ვცოდევდი და ცოდვაჲ იგი არა ჩნდა, არამედ წარმდებად და უგულისხმოდ ვიქმოდე მას. ხოლო მო-რაჲ-ვიდა რჩული, მან ჩემ შორის დამალული იგი ცოდვაჲ გამოაცხადა, ხოლო ვინაჲთგან გამოაცხადა, და კუალად მასვე ვიქმოდე, მერმე უმეტესი სასჯელი და სიკუდილი სულიერი მოვიდოდა ჩემ ზედა. და ესე დიდი ქებაჲ არს რჩულისაჲ, რომელ პირველ მისა წარჴსნილად და ურიდად ცოდვიდეს და არა დიდად ცოდვად შეერაცხნეს დიდნი ცოდვანი, არამედ, ვითარცა სიზმარსა შინა, იცოდეს თუ — ვცოდავთო. ხოლო მო-რაჲ-ვიდა იგი, ესე ქმნა, თუცა რომელ სხუაჲ არა, გარნა ესე: იცოდინ თუ — ვცოდავთ. და ესე არა მცირედი შეწევნაჲ არს, დამახრწეველი ცოდვისაჲ.
მოციქულისაჲ: და იპოვა ჩემდა მცნებაჲ იგი, რომელი იყო საცხორებელად, იგივე სიკუდილად (7,10).
თარგმანი: არა იტყჳს თუ: "იქმნა ჩემდა სიკუდილად", არამედ: "იპოვაო", რამეთუ საკჳრველსა მას და დიდსა უკეთურებასა კაცთასა ესრეთ უწოდა; რამეთუ ამას იტყჳს, ვითარმედ იგი ცხორებისათჳს მოეცა; უკუთუ კულა ცხორებად ქმნილი იგი სიკუდილ იპოვა, ესე არა მისი არს ცთომაჲ, არამედ — რომელთა მიიღეს მცნებაჲ იგი განმაცხოველებელი, და მოიპოვეს იგი სიკუდილისა შემწედ.
მოციქულისაჲ: აწ უკუე კეთილი იგი მე სიკუდილ მექმნა-ა? — ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ იგი, რაჲთა ჩნდეს ცოდვად კეთილითა მით (7,13).
თარგმანი: ესე იგი არს ვითარმედ: რაჲთა გამოჩნდეს თუ რაჲზომ ბოროტ არს ცოდვაჲ და ბოროტი გონებაჲ, რომელ ცხორებისა მიზეზი იგი სიკუდილისა შემწედ მოიპოვა.
მოციქულისაჲ: რაჲთა იყოს გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი (7,13).
თარგმანი: რაჲთა ვცნა თუ რაჲზომ მწარე არსო საქმე ცოდვისა.