მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 8:30

29. For whom he did foreknow, he also did predestinate to be conformed to the image of his Son, that he might be the firstborn among many brethren.30. Moreover whom he did predestinate, them he also called: and whom he called, them he also justified: and whom he justified, them he also glorified.31. What shall we then say to these things? If God be for us, who can be against us?
Romans თავი 8
30. Moreover whom he did predestinate, them he also called: and whom he called, them he also justified: and whom he justified, them he also glorified.
თავი ი̂ბ. უწყებაჲ წმიდათათჳს განმზადებულისა მის დიდებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელნი-იგი წინაჲსწარ იცნნა, წინაჲსწარცა განაჩინა თანამსგავსად ხატისა მის ძისა თჳსისა, რაჲთა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა (8,30).:

თარგმანი: ვითარ იცნნა? — გარნა ესრეთ, რაჟამს იხილა მათ შორის ნებაჲ, შემწყნარებელი წოდებისა მისისაჲ, ესევითართა მათ მიჰმადლა, რაჲთა იქმნნენ იგინი მსგავს ხატისა; ესე იგი არს უცოდველთა მათ და წმიდათა ჴორცთა, რომელ ჩუენგან მიიხუნა ძემან ღმრთისამან, რაჲთა მიზიარნეს ჩუენ განგებულებითა მით განკაცებისა თჳსისაჲთა, და ვითარ-იგი პირმშო არს ბუნებით ძე ღმრთისა, და იგივე —პირმშო დედისაგან და ქალწულისა, ეგრეთ ძმად თჳსსა მიწოდოს ჩუენ, მადლით განღმრთობილთა მის მიერ, რაჟამს ჩუენნიცა ესე ჴორცნი განწმიდნეს მადლითა თჳსითა ყოველთაგან საქმეთა ბილწებისა და ხრწნილებისათა, და გზა-გუექმნეს უცოდველობისა, ვითარცა პირმშოჲ მრავალთა მათ მის მიერ უცოდველ-ქმნულთა, და ძმად მისსა სახელდებულთა.

კჳრილესი: ხატად ძისა უწოდს განგებულებით ჩუენგან მიღებულთა მათ ჴორცთა უფლისათა, რამეთუ, ვითარ-იგი ურჩებითა შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისა ადამისი, რომელ არს ცოდვაჲ, ეგრეთვე მორჩილებითა შევიმოსთ ხატსა მას ზეცისაგანისა ქრისტესსა, რომელ არს სიმართლე. რამეთუ პირველისა მის ადამის ხატი ცოდვაჲ იყო, ხოლო მეორისა ამის ადამის ხატი არს სიმართლე და სიწმიდე.

თავი ი̂ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო რომელნი-იგი წინაჲსწარ იჩინნა, მათცა უწოდა და რომლითა-იგი უწოდა (8,30).:

თარგმანი: ამათ ყოველთა სიტყუათა თანა ზემოჲ იგი სიტყუაჲ გულსა გაქუნდინ, რომელი იკითხვიდე, რომელ თქუა, ვითარმედ: "რომელნი ნებითა თჳსითა ჩინებულ არიან", რამეთუ იგინიცა აჩინნა და იცნნა და განამართლნა და წმიდა-ყვნა და ადიდნა; თუ არა, უკუეთუ იგი ზემოჲ სიტყუაჲ არა გაქუნდეს გულსა, არამედ ესრეთ გულისჴმა-ჰყოფდე თუ ღმერთმან რომელნიმე კეთილ და წმიდა ყვნა და რომელნიმე — არა, ბოროტსა საქმესა შთაჰვარდე და მანიქეველთა წვალებასა, რომელნი მიზეზსა კაცთა წარწყმედისასა ღმერთსა მიაჩემებენ. უკუეთუ კულა ამათ ყოველთა სიტყუათა თანა ზემოსა მასცა გულისჴმა-ჰყოფდე, სცნა, ვითარმედ მიზეზი განწმენდილთა მათ და ჩინებულთაჲ — თჳსი კეთილი ნებაჲ იქმნა, და ეგრეთვე წარწყმედულთა მიზეზ — თჳსივე ბოროტი ნებაჲ, და ღმერთი შორს არს ყოვლისავე თუალთ-ხუმისა. რამეთუ მზჱცა უშურველად ბრწყინავს, გარნა, რომელთა მიხედნენ მას, მათ განანათლებს, ხოლო რომელმან დაიჭუხნეს თვალნი, მას არა უნათობს. ეგრეთვე — ღმერთი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის