მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ი̂ბ. უწყ[ებაჲ] წმიდათათჳს განმზადებულისა [მის] დიდებისაჲ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელი გამოჩინებად არს ჩუენდა (8,18).

თარგმანი: წუთჟამობასა აქათა ამათ ჭირთასა გჳჩუენებს, და ვითარმედ ვერარას შემძლებელ ვართ შესწორებად შრომათა სიმრავლესა, მოსაგებელთა მათ ღმრთისა მიერთა გარდამატებულებასა თანა, ხოლო გამოჩინებადობაჲ, და უსაკუთრ არს თქუმად, ვითარმედ: გამოცხადებადობაჲ მერმისა დიდებისაჲ ჯეროვნად თქუა, რამეთუ არს აქაცა მერმე იგი დიდებაჲ, არამედ დაფარულად-რე და უჩინოდ, ხოლო მერმესა მას - განცხადებულად სახილველ იქმნების.

მოციქულისაჲ: რამეთუ იჭჳ იგი დაბადებისაჲ გამოჩინებასა შვილთა ღმრთისათა მოელის (8,19).

თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა ესრეთ ითქუას სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: მყოვარ მოლოდებაჲ იგი დაბა ძეთა ღმრთისათასა მო იგი არს, ვითარმედ მრავალლად განგრძობილი იგი ვრებული მოსალოდებე ამის დაბადებულისაჲ, სოფელი ესე, ამას მოელის, გამოცხადნენ ჭეშმარიტებით, თუ ვინ არიან ძენი ღმრთისანი, ანუ ვინ — ძენი ეშმაკისანი, რომელ არს კნელი იგი განრჩევაჲ ცხოვართაჲ თიკანთაგან. ხოლო თუ რაჲ არს მოსალოდებელი სოფლისაჲ, ამას ქუემოთა სიტყუათა მიერ მოასწავებს, ვითარმედ ჩუენ ძლით განხრწნილი ჩუენ თანავე მიმღებელობასა უხრწნელებისასა წადიერ არს; რამეთუ რაჟამს ჩუენ განვახლდეთ, მაშინ ცაჲცა ახალ იქმნეს და ქუეყანაჲცა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნებსით, არამედ მის მიერ, რომელმან-იგი დაამორჩილა სასოებით. რამეთუ თჳთ იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა, აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა (8,20-21).

თარგმანი: ესე იყო ამაოებისა დამორჩილებაჲ, რამეთუ განხრწნილებასა ჩუენსა თანა იგიცა განხრწნილ იქმნა. ხოლო რაჲთა არა, გესმოდის რაჲ, ვითარმედ "განხრწნილ იქმნა", და კუალად, "უხრწნელებასა მოელის", — ჰგონებდე, ვითარმედ გრძნობაჲ რაჲმე აქუს დაბადებულსა, გინა სულიერი თჳთმფლობელობაჲ მორჩილებად გინა ურჩებად, ანუ მოლოდებად რაჲსამე. ამისთჳს დაჰრთავს, ვითარმედ: "არა ნებსით", რამეთუ იგი უგრძნობელ არს და უმეცარ მეცნიერებისა და უმეცრებისა, მორჩილებისა და ურჩებისა. არამედ ღმერთმან უნებლიეთ დაამორჩილა იგი კაცსა, რომლისათჳს შეექად და განსასუე. ამისთჳს, ვიდრემდის კაცი უხ იყო, ნივთნიცა ესე დაბაანი სამსახურებელად ქმნულნი უხრწნელ ეს. და რაჟამს-იგი განიხრწნა მცნებისა გარდასლვითა, მაშინ შემოქმედმან მისმან შექმნულნიცა იგი ხრწნილებასავე დაამორჩილნა, სასოებითა კუალად მის თანავე უხრწნელ ყოფისაჲთა. რამეთუ, ვითარ-იგი ჩუენ, უხრწნელებისაგან ხრწნილებად შეცვალებულნი, კუალად უხრწნელ ყოფად ვართ, ეგრეთვე იქმნეს ჩუენთჳს დაბადებული ესე სოფელი.

მოციქულისაჲ: უწყით, რამეთუ ყოველი დაბადებული თანა-კუნესის და თანა-ელმის მოაქამდე. არა ხოლო თუ იგი, არამედ თჳთ ჩუენცა, რომელთა-ესე პირველი ნაყოფი სულისაჲ გუაქუს, თჳთ ჩუენცა თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით და შვილებასა მას მოველით, გამოჴსნასა მას ჴორცთა ჩუენთასა, რამეთუ სასოებით ვცხონდებით (8,22-24).

თარგმანი: უსულოთა ამათ დაბადებულთა აჴსენებს, არა თუ ვითარცა გულისჴმიერთა, არამედ ვითარცა წესითა სიტყჳსაჲთა პატივ-ცემულთა რაჲთა სიმდიდრე მადლისაჲ გუაუწყოს, ვითარ არა ხოლო სულიერთა და გრძნობადთა, არამედ უსულოთაცა და უგრძნობელთა ზედა განჰფენს ძალსა გამოჴსნისასა. ამას თანა და მათითა აღბაძვებითა ჩუენცა უმეტესად სურვილით ძიებად აღმძრავს საუკუნოჲსა მის გამოჴსნისა, რაჲთა სიტყჳერებითა პატივცემულნი არარაჲთ უდარეს გამოვჩნდეთ პირუტყუთასა, ძიებისათჳს წარუვალთა მათ კეთილთაჲსა, რამეთუ ესევითარი არს პირველი ნაყოფი სულისაჲ, გინათუ ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: რომელთა-ესე დასაბამი სულისაჲ გუაქუს, თჳთ ჩუენცა თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით ხოლო თუ რომელსა შვილებასა მოველით, რაჲთა არა სთქუა ვითარმედ ვინაჲთგან ზემორე არა ხოლო შვილებაჲ, არამედ განღმრთობაჲცა მოგუენიჭა, თქუმულთა მიერ ამისვე მოციქულისათა. აწ რომელსაღა შვილებასა მომლოდე გუყოფს, ამას თჳთვე გამოსთარგმნის, ვითარმედ: გამოჴსნასა ჴორცთა ჩუენთასა, რომელ არს აღდგომაჲ მკუდრეთით და შემოსაჲ უხრწნელებისაჲ. რამეთუ აქა დასაბამი ოდენ გუაქუს სულისაჲ, ვითარცა სარკითა მხედველთა. ხოლო დასაბამი ესე სულისაჲ შეგუძინებს ცეცხლსა მჴურვალებისასა, რაჲთა გუსუროდის სრულებით მიმთხუევისა და პირისპირ შემეცნებისა მისისათჳს. რამეთუ ყოვლისავე აწ დასაბამი, ხოლო მაშინ სრულებასჲ მოგუეცემის. და აქა სახენი, ხოლო მუნ ჭეშმარიტებაჲ საქმეთაჲ მოგუენიჭების; რამეთუ აქა დიდებაჲცა იგი მერმე დაღაცათუ არს, არამედ უჩინო არს და არა ცხად, არამედ მერმესა მას გამოცხადნების და დამტკიცნების რამეთუ აქა შიში თანა-გუაც ქონებად, ნუუკუე უწესოებამან ქცევათამან განგდებულ გუყვნეს მადლისა მისგან. ხოლო მუნ უსრულესობასა მას ნიჭთასა უმტკიცესობაჲცა საუკუნე მოუგიეს. და ესე არს სასოებაჲ, რომლითა ვცხონდებით (გინა თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს თქუმად, "რომლითა ვცხონდით"), რამეთუ მერმეთა მათ კეთილთა სასოებამან მოგუატყუა მოქცევაჲ ბოროტისაგან და ქმნაჲ კეთილისაჲ.

მოციქულისაჲ: ხოლო სასოებაჲ ხილული არა არს სასოება, რამეთუ, რომელსა-იგი ვინმე ხედავნ, რასაღა-მე ესავნ? ხოლო ჩუენ რომელსა არა ვხედავთ, ვესავთ, რამეთუ მოთმინებით მოველით (8,24-25).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: "სასოებით ვცხონდით", ყოველსავე მას ცხორებასა აქა აწვე ხილულად, ამისთჳს მერმეთა მათ მიმართ წარგავლენს და უხილავთა სურვილად აღგძრავს. და სურვილისა მის მიმთხუევისათჳს უეჭუელ გყოფს სასოებისა არაოდეს მარცხუენელობითა. რამეთუ ესე არს სასოებაჲ არაოდეს მარცხუენელი, რაჟამს ყოფადნი იგი, ვითარცა აწვე ყოფილნი ჰრწმენდენ. და ვითარცა ჴელთა ქონებულისათჳს თავს-იდებდეს შრომათა და ღუაწლთა და ვიდოდის გზათა, მისსა მიმართ მიმყვანებელთა. ხოლო ესე ყოველგან ცხად არს, ვითარმედ მოთმინებაჲ დიდი ნაწილი არს სათნოებისაჲ, და მომატყუებელი სარწმუნოებისა და სასოებისაჲ.

მოციქულისაჲ: ეგრეთვე და სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩუენთა (8,26).

თარგმანი: რაჲთა არა, გესმა რაჲ მოთმინებით მოლოდებაჲ, შეორგულდე შიშითა ჭირთა შემთხუევისაჲთა, ამისთჳს დაჰრთავს, ვითარმედ: ნუ გეშინინ, არა გიტევებს შენ სული იგი მადლისაჲ შეუწევნელად შრომათა შინა სათნოებისათა, რამეთუ ჩუენ ყოვლად უძლურ ვართ და ვერცაღა მოთმინებისა წარმართებად შემძლებელ ვართ თჳნიერ სულისა წმიდისა თანა-შემწეობისა.

ჳკუმენისი: ესრეთ გეტყჳს, ვითარმედ, უკუეთუ შენ შურებოდი მოთმინებით, უეჭუელად მიიღებ შეწევნასა სულისა წმიდისასა; ხოლო უკუეთუ შენ უდებ-ჰყო მოქმედებაჲ სათნოებისაჲ, ცალიერ იქმნები თანაშემწეობისაგან მისისა.

მოციქულისაჲ: რამეთუ რაჲმცა-იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით; არამედ თჳთ იგივე სული მეოხ არს ჩუენთჳს სულთქუმითა მით უსიტყუელითა (8,26).

თარგმანი: რაჲ-იგი მაშინ იყო და აწ არა არს, მის ძლით დაფარულად ჩანს ძალი სიტყჳსაჲ ამის; რამეთუ ჟამსა წმიდისა ნათლისღებისასა მაშინდელთა მათ კაცთა თითოსახენი მადლნი განეყოფვოდიან: რომელსამე — მეტყუელებაჲ ენათაჲ, რომელსამე — წინაჲსწარმეტყუელებაჲ, რომელსამე —თარგმანებაჲ ენათაჲ, და სხუასა — მოქმედებაჲ ნიშთაჲ. და ამათ ყოველთა მადლთა სულისათა — სულ ეწოდებოდა. ამათ ყოველთა მადლთა თანა იყო მადლიცა ლოცვისაჲ, რამეთუ, ვინაჲთგან კაცად-კაცადმან არა იცოდა უმჯობესი თჳსი, თუ რაჲ ითხოვოს ლოცვასა შინა, ამისთჳს, რომელსამე მიეცის მადლი ლოცვისაჲ, რომელსა სულად სახელ-სდებდეს, რაჟამს ერთსა ვისმე დაადგრის სული ლოცვისაჲ, დგან და წინა-უძღჳნ ლოცვასა ყოვლისა კრებულისასა; თჳთ ილოცავნ და სხუათა ასწავებნ, თუ რაჲ ილოცონ; რომლისა სახე არს აწ დიაკონი, რომელი ქადაგებითა კუერექსისაჲთა აწუევს ერსა და წინა-უძღჳს პირად-პირადთა სათხოველთათჳს. ამით გულისჴმის-ყოფითა თქუა მოციქულმან სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: ჩუენ, რომელთა-ესე არა ვიცით, თუ რაჲ ვილოცოთ, თჳთ სული წმიდაჲ მისცემს მადლსა ლოცვისასა სულსა მლოცველისასა, და ესრეთ, იგი დგას და ილოცავს სულთქუმითა მით უსიტყუელითა, რომელ არს ფრიადი შემოკრებულებაჲ და ლმობიერებაჲ გონებისაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ რომელი-იგი გამომეძიებელი არს გულთაჲ, იცის, თუ რაჲ არს ზრახვაჲ იგი სულისაჲ, რამეთუ ღმრთისა მიმართ მეოხ არს წმიდათათჳს (8,27).

თარგმანი: გამომეძიებელად გულთა — სულსა წმიდასა უწოდს, რომელი-იგი ამისთჳს შეეწევის და მისცემს მადლსა სულსა მლოცველისასა; და მაშინ შეეწევის, რაჟამს იხილის, ვითარმედ, არარაჲსა სავნებელისა, არამედ ჯეროვნისა და სარგებელისათჳს ევედრების ღმერთსა, და ვითარ-იგი უსაკუთრეს არს თქუმად, საღმრთოდ მეოხ არს წმიდათათჳს. ესე იგი არს, არა უჯეროდ, არამედ ჯეროვნად შესწირავს თხოვათა უმჯობესისათა; არა ლიტონისა ვისმე, გინა წარმართისათჳს, არამედ წმიდათათჳს, რომელ არიან განწმედილნი ემბაზისა მიერ, მადლითა ლოცვისაჲთა. ესრეთ შეწევნულ ვიქმნებით ლოცვათა შინა სულისა მიერ, რამეთუ უმეცრებათა ჩუენთა განჰმართებს და ბოროტთა ჩუენთა კეთილ ჰყოფს.

მოციქულისაჲ: ესე უწყით, რამეთუ ღმრთისმოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად, რომელნი-იგი ბრძანებით ჩინებულ არიან (8,28).

თარგმანი: თჳთ სიტყუაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ღმრთისმოყუარეთა ყოველივე თანამოქმედ კეთილისა ექმნების, რომელნი თჳსით ნებსით წოდებულ არიან. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: დაღაცათუ ჭირი რაჲმე შეემთხჳოს ღმრთისმოყუარეთა, იგიცა შესაწევნელ სათნოებისა ექმნების.

რაჲსათჳს? — გარნა ამისთჳს, რამეთუ არა უნებლიეთ, არამედ თჳსით ნებსით მორჩილ-ქმნილ არიან წოდებისადა, და პირველვე განმზადებულ არიან, რაჲთა თჳსით ნებსით აღრჩეულისა მისთჳს რაჲცა რაჲ შეემთხჳოს წინააღმდგომი, ყოველივე მხიარულებით თავს-იდვან, და დამახრწეველი იგი სათნოებისაჲ შემმატებელ მისსა ყონ. ამისთჳსცა ღმერთი მოთმინებისა მათისათჳს შეეწევის და ყოველსავე შინა გარე-მოუქცევს მარცხენითსა მარჯუენითად, და წინააღმდგომსა — შესაწევნელად; რამეთუ ყოვლად უსაკჳრველეს არს ჭირთა შინა დაცვაჲ უჭირველად დაცვისასა, და განსაცდელთაგან ჴსნაჲ — ყოვლად განუცდელ ყოფისასა.

მოციქულისაჲ: რამეთუ რომელნი-იგი წინაჲსწარ იცნნა, წინაჲსწარცა განაჩინა თანამსგავსად ხატისა მის ძისა თჳსისა, რაჲთა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა (8,30).

თარგმანი: ვითარ იცნნა? — გარნა ესრეთ, რაჟამს იხილა მათ შორის ნებაჲ, შემწყნარებელი წოდებისა მისისაჲ, ესევითართა მათ მიჰმადლა, რაჲთა იქმნნენ იგინი მსგავს ხატისა; ესე იგი არს უცოდველთა მათ და წმიდათა ჴორცთა, რომელ ჩუენგან მიიხუნა ძემან ღმრთისამან, რაჲთა მიზიარნეს ჩუენ განგებულებითა მით განკაცებისა თჳსისაჲთა, და ვითარ-იგი პირმშო არს ბუნებით ძე ღმრთისა, და იგივე —პირმშო დედისაგან და ქალწულისა, ეგრეთ ძმად თჳსსა მიწოდოს ჩუენ, მადლით განღმრთობილთა მის მიერ, რაჟამს ჩუენნიცა ესე ჴორცნი განწმიდნეს მადლითა თჳსითა ყოველთაგან საქმეთა ბილწებისა და ხრწნილებისათა, და გზა-გუექმნეს უცოდველობისა, ვითარცა პირმშოჲ მრავალთა მათ მის მიერ უცოდველ-ქმნულთა, და ძმად მისსა სახელდებულთა.

კჳრილესი: ხატად ძისა უწოდს განგებულებით ჩუენგან მიღებულთა მათ ჴორცთა უფლისათა, რამეთუ, ვითარ-იგი ურჩებითა შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისა ადამისი, რომელ არს ცოდვაჲ, ეგრეთვე მორჩილებითა შევიმოსთ ხატსა მას ზეცისაგანისა ქრისტესსა, რომელ არს სიმართლე. რამეთუ პირველისა მის ადამის ხატი ცოდვაჲ იყო, ხოლო მეორისა ამის ადამის ხატი არს სიმართლე და სიწმიდე.

მოციქულისაჲ: რამეთუ რომელნი-იგი წინაჲსწარ განაჩინნა, მათცა უწოდა, და რომელთა-იგი უწოდა, იგინიცა განამართლნა, და რომელნი-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა (8,30).

თარგმანი: ყოველსავე ადგილსა წინაჲსწარ განჩინებულად — კეთილისა ნებისა მქონებელთა გულისჴმა-ჰყოფდ, რამეთუ თჳნიერ ამისსა სხუებრ უჯერო არს სიტყჳსაჲ ამის ესრეთ გულისჴმის-ყოფაჲ, ვითარმედ ღმერთსა რომელთაჲმე ჰნებავს კეთილის-ყოფაჲ და რომელთაჲმე - არა; და ვიეთმე უწოდს, და ვიეთმე — არა; არამედ ვითარცა წინაჲსწარ მცნობელი, ერ იყოს კეთილისა ნებისა ქონებასა, და სიტყუათა მისთა შემწყნაბასა, მათცა უწოდს, რამეთუ ნებსით მოსრულნი სთნვანან და იძულებით არავის მოიყვანებს. ამისთჳს თუალთ-ღება არა არს მის თანა, არამედ რომელნი იხილნეს მორჩილ წოდებისა მისისა, მათცა უწოდს. და რომელნი მორჩილ იქმნნენ წოდებასა მისსა, მათცა განამართლებს საბანელითა მეორედ შობისაჲთა, და ვერარაჲ ჴორციელთა გინა სულიერთა უღირსებათა სიმრავლე შეუძლებს დაკნინებად ნიჭსა განმამართლებელობისა მისისასა, არამედ რომელთა ჰრწმენეს, იგინი განმართლდებიან; და განმართლებულნი იგი შვილებისა მადლითა იდიდებიან, რამეთუ არა ხოლო მიტევებაჲ ბრალთაჲ, არამედ უხუებაჲცა ნიჭთაჲ მიემადლების.

მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს, უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძჳრის-მყოფელ ჩუენდა? რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ? (8,31-32).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ესე ესრეთ არს, და ესოდენთა ნიჭთა მომლოდე ვართ, ნუცამცა ერთსა ვინ რას ზედა სულმოკლე არს შემთხუევასა ჭირთა და განსაცდელთასა, რომლისათჳს აწ ჴმობს, ვითარმედ: "რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს?"

რაჲსა "ამისთჳს"? — გარნა ესოდენისა ამის სახიერებისათჳს ღმრთისა, რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა; რამეთუ რომელმან უზეშთაესსა მას არა ჰრიდა, უდარესთაგანი რაჲღამცა საშურველ უჩნდა? და რომელმან-იგი მტერთათჳს სიკუდიდ მისცა ძე თჳსი, ვითარ აწ არა ყოველივე მოგუცეს ჩუენ, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ძისა მისისა მხოლოდშობილისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი? რამეთუ ესე არს მითურთ ყოვლისავე მონიჭებაჲ, რაჟამს ქრისტიანეთა ასი ამას სოფელსა, და მერმე — ცხორებაჲ საუკუნოჲ მოგუანიჭოს, უტყუველობისა მისებრ აღთქუმათა მისთაჲსა.

მოციქულისაჲ: ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? - ღმერთი არს განმამართლებელ. და ვინ არს დამშჯელ? —ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲსღა აღდგა; რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთჳს (8,33-34).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან მამაჲ განგუამართლებს ძისა მიერ, და ძე თავსა თჳსსა სიკუდიდ მისცემს ჩუენთჳს, და სული წმიდაჲ შეეწევის უძლურებათა ჩუენთა, ვინღამცა იყო დამშჯელ? რამეთუ რომელი სამებამან განამართლოს, ვინღამცა იყო სხუაჲ დამშჯელ მისსა?

სხუაჲ თარგმანი ჳკუმენისი: ამით გულისჴმის-ყოფითა ჯერ-არს წარკითხვაჲ სიტყუათა ამათ, ვითარმედ: უკუეთუ ღმერთი მამაჲ განგუამართლებს ჩუენ, რჩეულთა მის მიერ, ვინ არს დამშჯელ ჩუენდა? ნუუკუე იესუ ქრისტე-ა? — ნუ იყოფინ! რამეთუ თჳთ იგი თავადი არს, რომელი ჩუენთჳს მოკუდა; ხოლო სიკუდილი რაჲ გესმას, ნუ მწუხარე ხარ, რამეთუ კუალად აღდგა და აღვიდა დიდებასა მამულსა, რომელსა აწ მარჯუენითად უწოდს. ხოლო კუალად აღსლვაჲ რაჲ გესმას, ნუცა ეგრეთ გგონიეს, თუ აღუძრცჳან ჴორცნი ანუ დაუტევებიეს მოღუაწებაჲ მათი, რომელნი ერთგზის ითჳსნა განკაცებითა; არამედ დიდებასა მას შინა მამულსა მეოხ არს. ესე იგი არს, გუფარავს და განაგებს, და არაოდეს დააკლებს შუამდგომელობასა ჩუენსა, რომელსა აწ მოციქულმან მეოხებად სახელ-სდვა. ესე იგი არს, ვითარმედ არა უგულებელს-უქმნიეთ, არამედ მითვე ჴორცითა შემოსილი მეოხ არს ჩუენთჳს, ვითარცა პირმშოჲ ბუნებისა ჩუენისაჲ, და შუვამდგომელ სამარადისოჲსა ცოდვილთა დაგებისა ჰყოფს საიდუმლოსა მაშინდელთა მათ ვნებათა და აღდგომისასა. და ვითარცა წინამორბედი ჩუენი გჳწესს აღსლვად მარჯუენით მამისა, სადა-იგი მან დასუა ბუნებაჲ ჩუენი. ვინაჲცა შენ ორნივე ესე სიტყუანი სახისმეტყუელებით გულისჴმა-ყვენ, და ნუცა მარჯუენით ჯდომაჲ ძისაჲ გარე-შეწერად შეგირაცხიეს მამისა, ნუცა ჩუენთჳს მეოხებაჲ ძისაჲ — უდარესობად ძისა. რამეთუ ესე ორნივე კაცობრივ თქუნა მოციქულმან, და მაღალთა მიერ დაფარნა მდაბალნი, და სიკუდილსა ზედა დაჰრთო აღდგომაჲ. ხოლო "მარჯუენით მამისა ჯდომითა" საიდუმლოდ ამას იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ განკაცნა და ივნო, არამედ არაოდეს დაკლებულ არს მარჯუენითად სახელდებულისა მისგან დიდებისა მამულისა. ამისსა შემდგომად მეოხებაჲ თქუა; არა დამთხუევით გულის.ჴმის-საყოფელად, ვითარმცა, ვითარცა თჳთ ვერ შემძლებელი ცხოვნებად, მამასა ევედრებოდა ჩუენთჳს; არამედ ამით წესითა სიტყჳსაჲთა, ვითარმედ არაოდეს დაგჳვიწყებს, არამედ მარადის იღუწის და განაგებს ჩუენთჳს: არა ხოლო ვითარცა მის მიერ დაბადებულთა, არამედ ვითარცა მის მიერ კუალად განახლებულთა და თჳსითა სისხლითა მოსყიდულთა; რამეთუ იგივე არს მსმენელ ვედრებათა და მომცემელ ყოველთა თხოვათა; დაღაცათუ მეოხ ჩუენდა ითქუა ჴორცთა მათთჳს ჩუენგან მიღებულთა, და თჳთ თავადი არს განმაღმრთობელ ბუნებისა ჩუენისა და ჴორცთა მათ, რომელ ჩუენგან მიიხუნა, რამეთუ ღმრთეებით ქმნილი ყოველივე ზოგადი არს, და ერთ და სწორ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, და მარადის დაუმდაბლებელ, დაუსაბამო და დაუსრულებელ არს დიდებაჲ მათი, უნაკლულო და სრულ ყოველსა შინა, ხოლო კაცობრივნი ესე და მდაბალნი სიტყუანი ორთა პირთათჳს ითქუმიან, უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა; და რაჲთა არა საოცარ იყოს ჴორცთა შესხმაჲ ძისაჲ, რომელ-იგი სრული ღმერთი არს და სრული კაცი.