...ს უფსკრულში იძირება. ამის ცოდნით, გევედრებით, გავექცეთ ამ მომაკვდინებელ ვნებას და ყველა ძალისხმევით ამოვგლიჯოთ იგი ჩვენი სულიდან. ეს არის ყველაზე დამღუპველი ვნება და თავად ჩვენს ცხონებას ავნებს; ეს არის თავად ეშმაკის გამოგონება. ამიტომაც ბრძენი ამბობს: „შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოჴდა" (). რას ნიშნავს: „შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოჴდა"? ნიშნავს: როცა იმ ბოროტმა მხეცმა პირველქმნილი ადამიანი უკვდავი იხილა, ბოროტებით აცდუნა მცნების ურჩობისკენ და ამგვარად მიზეზი გახდა იმისა, რომ ადამიანი სიკვდილით დასჯას დაექვემდებარა. მაშ, შურმა წარმოშვა ცდუნება, ცდუნებამ — ურჩობა, ურჩობამ — სიკვდილი. ამიტომ ნათქვამია: „შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოჴდა". ხედავთ, რა ბოროტებაა ამ ვნებისგან? უკვდავებით აღზევებული სიკვდილს დაუქვემდებარა. მაგრამ მაშინ, როცა ჩვენი ცხონების მტერი, საკუთარი შურით აღძრული, მიზეზი გახდა იმისა, რომ უკვდავად შექმნილი პირველი ადამიანი სიკვდილის განაჩენს დაექვემდებარა, — მზრუნველი და კაცთმოყვარე უფალმა საკუთარი სიკვდილით კვლავ უკვდავება მოგვანიჭა, ისე, რომ ჩვენ უფრო მეტი შევიძინეთ, ვიდრე დავკარგეთ. ეშმაკმა სამოთხე წაგვართვა, უფალმა კი ზეცაში აგვიყვანა; ის ჩვენი სიკვდილით დასჯის მიზე...