მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოვანე 4:7

6. ჩუენ ღმრთისაგან ვართ; რომელმან იცოდის ღმერთი, მან ისმინოს ჩუენი და რომელი არა იყოს ღმრთისაგან, მან არა ისმინოს ჩუენი. ამის გამო ვცნათ სული ჭეშმარიტებისაჲ და სული მაცთურებისაჲ.7. საყუარელნო, ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი.8. რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარულისაჲ არს.
1 იოვანე თავი 4
7. საყუარელნო, ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი.
თავი დ̂. სიყუარულისათჳს მოყუსისა და წესისათჳს მოწყალებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: საყუარელნო, ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს, და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი, რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარული არს (4,7-8).:

თარგმანი: რომლითაცა სახითა სათნოებისაჲთა ვემსგავსნეთ ღმერთსა, ნაშობ მისსა გუეწოდების, და მეცნიერებასა სიტყჳთსა და აღსაარებითსა საქმითი მორჩილებაჲ მცნებათა მისთაჲ საძიებელ იქმნების. ხოლო უფროჲს ყოველთა ურთიერთას სიყუარულითა ვემსგავსებით მას, რომელსა-იგი სიყუარულ უწოდიან უფროჲს ყოვლისა სახელისა, მისდა განკუთნვილისა. გარნა ამიერ გჳჴმს ფრიადი კრძალულებისა ქონებაჲ, რაჲთა არა მტყუარ ანუ საეშმაკო იყოს სიყუარული ჩუენი, ვითარ-იგი არს ბოროტებასა ზედა შეთქუმულთა მოყუასთაჲ, არამედ ყოვლითურთ წმიდად და უბიწოდ ჯერ-არს დამარხვაჲ სიყუარულისაჲ, შეუხებელად ყოვლისაგან სივერაგისა და მზაკუვარებისა, რაჲთა, ვითარცა შვილნი ღმრთისანი და ძმანი, შობილნი წმიდისა ემბაზისანი, ესრეთ ვიყუარებოდით ურთიერთას.

სააღდგომო ეპისტოლე 1998 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე ღვთივკურთხეულ შვილებს::

...ვს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?“ ().

„საყვარელნო, გიყვარდეთ ერთმანეთი; ვინაიდან სიყვარული ღმრთისაგან არის, და ყველა, ვისაც უყვარს, ღმრთისაგან შობილია, და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, მან ვერ შეიცნო ღმერთი, იმიტომ, რომ ღმერთი სიყვარულია“ ().

მართალია, ძნელია, შეიყვარო ის, ვინც ტკივილი მოგაყენა, შეურაცხგყო, ცილი დაგწამა ან გაგიმეტა, მაგრამ ფაქტია, უეჭველად დამღუპველი გზით მიდის ის, ვინც შუღლს კიდევ უფრო აღრმავებს, ვინც ურთიერთდაპირისპირებას ამწვავებს და მტრობას აძლიერებს, ვინც არ აკვირდება და არ მუშაობს საკუთარ გრძნობებზე, გულსა და გონებაზე, რათა უარყოფითი დამოკიდებულება და ემოციები დადებითით შეცვალოს.

მე მივმართავ მთელ ჩვენს ერს, საქართველოს მოსახლეობას, გადადგით ნაბიჯები ერთმანეთისა და ღვთისაკენ. ეცადეთ ყოველ თქვენს მოქმედებას სიყვარული ედოს საფუძვლად, რათა იყოთ მსახური უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა.

თუ ჭეშმარიტად გვსურს ქრისტიანის სახელი გვერქვას, შევეცადოთ, მტერიც შევიყვაროთ. სიყვარული ის ერთადერთი იარაღია, რომლითაც ბოროტება დაიძლევა და განქარდება. ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: „გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ...

სრულად ნახვა