მოციქულისაჲ: ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს, ვითარმედ იესუ არს ქრისტე, იგი ღმრთისაგან შობილ არს, და ყოველსა, რომელსა უყუარდეს მშობელი, უყუარს შობილიცა იგი მისგან (5,1).
თარგმანი: კუალად მწვალებელთა პირსა სცემს და ძირითურთ აღმოჰფხურის ბოროტსა მათსა ზედაჲს-ზედა თქუმითა, ვითარმედ არა სხუაჲ არს იესუ, მარიამისგან შობილი და სხუაჲ — ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, არამედ ერთ არს და იგივე უფალი და ღმერთი ჩუენი იესუ ქრისტე, პირველ საუკუნეთა მხოლოდშობილი მამისაგან, და იგივე უკუანაჲსკნელთა ჟამთა ჴორცშესხმული ქალწულისაგან, ღმერთი და კაცი, ერთი გუამი ორითა ბუნებითა.
მოციქულისაჲ: ამით უწყით, რამეთუ გჳყუარან შვილნი ღმრთისანი, რაჟამს ღმერთი გჳყუარდეს და მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ. რამეთუ ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ, და მცნებანი მისნი მძიმე არა არიან (5,2-3).
თარგმანი: რომელთა სარწმუნოებასა თანა მართალსა საქმენიცა სათნოებისანი წარჰმართნენ, ესევითარნი იგი ღმრთისაგან იშვებიან, და ღმრთისაგან შობილნი იგი ამით საყუარელ იქმნებიან, რაჲთა სიყუარულითა მათითა ცხად ვყოთ სიყუარული მშობელისა მის მათისა ღმრთისაჲ, რომლისა სიყუარულ არს...