მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოვანე 5:8

7. რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან.8. რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ: სული და წყალი და სისხლი; და სამნივე ესე ერთისა მიმართ არიან.9. უკუეთუ წამებასა კაცთასა მოვიღებთ, წამებაჲ ღმრთისაჲ უფროჲს არს, რამეთუ ესე არს წამებაჲ ღმრთისაჲ, რომელი წამა ძისა მისისათჳს.
1 იოვანე თავი 5
8. რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ: სული და წყალი და სისხლი; და სამნივე ესე ერთისა მიმართ არიან.
თავი ვ̂. ღმრთისმეტყუელებისათჳს ძისა დიდებითა მამისაჲთა და ძლევისათჳს ბოროტისა, სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ცხორებად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ: სული და წყალი და სისხლი, და სამნივე ესე ერთისა მიმართ არიან (5,8).:

თარგმანი: სულისა მიერ წმიდისა იწამა ქრისტე, რაჟამს გარდამოჴდა მის ზედა იორდანეს, და კუალად — სისხლითა მით და წყლითა, ჯუარსა ზედა საცხორებელად სოფლისა დათხეულითა, ვითარმედ არა ლიტონი კაცი არს, არამედ ღმერთი და კაცი, და ვითარმედ ერთ არს გუამითა და ერთ ქრისტე სახელის-დებითა, იგივე ღმერთი და კაცი, და თავსა შორის თჳსსა შეურევნელად ჰქონან ორნი ბუნებანი - ღმრთეებისა და კაცებისანი.

იოვანეს კათოლიკეთაგან თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სამნი არიან, რომელნი წამებენ: სული, სისხლი და წყალი, და სამნივე ესე ერთისა მიმართ არიან (5,7-8).:

თარგმანი: სამნი ესე არიან — მამაჲ, და სული წმიდაჲ; და თჳთ თავისა თჳსისა, და სამნივე ერთისა მიმართ არიან ერთღმრთეება, ერთნება, ერთმეუფება.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის