მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 1:14

13. გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე? ანუ პავლე ჯუარს-ეცუაა თქუენთჳს? ანუ სახელისა მიმართ პავლესისა ნათელ-იღეთა?14. ჰვმადლობ ღმერთსა, რამეთუ არავის თქუენგანსა ნათელ ვეც, გარნა კრისპოსს და გაიოსს,15. რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: სახელითა ჩემითა ნათელ-ვეც.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1
14. ჰვმადლობ ღმერთსა, რამეთუ არავის თქუენგანსა ნათელ ვეც, გარნა კრისპოსს და გაიოსს,
თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ არავის თქუენგანსა ნათელ-ვეც, გარნა კრისპოს და გაიოს (1,14).:

თარგმანი: ვიეთნიმე მათ შორის მღდელნიცა იყვნეს და ზუაობდეს ნათლისცემისათჳს. იტყჳს უკუე მოციქული, ვითარმედ: რაჲსა ზუაობენ ნათლისცემისათჳს! მე უფროჲსად ვჰმადლობ ღმერთსა, რომელ არავის ნათელ-ვეც. ხოლო ესე თქუა მათისა ზუაობისა დაჴსნისათჳს, არა თუ ნათლისცემასა დაამცირებს.

თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ არავის თქუენგანსა ნათელ-ვეც, გარნა კრისპოსს და გაიოსს (1,14).:

თარგმანი: არა თუ ნათლისღებისა საქმესა შეურაცხ-ჰყოფს და ამისთჳს ჰმადლობს, არამედ გონებასა მათსა დაამდაბლებს, რომელნი ზუაობდეს ნათლისცემასა ზედა ვიეთსამე.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის