მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 14

იოანე ნათლისმცემლის შეპყრობა

(მთ 4:12; მკ 1:14; მკ 6:17-20; ლკ 3:19-20)

ხუთი ათასი კაცის დაპურება

(მკ 6:34-44; ლკ 9:12-17; ინ 6:4-15)

იესოს სვლა ზღვაზე

(მკ 6:47-52; ინ 6:16-21)

სახარებაჲ მათესი 14 განმარტებები

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდა მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან“ (14,13).

იხილეთღა, ვითარ ოდეს ესევითარი რაჲმე იქმნის, წარვიდის მიერ ადგილით. რამეთუ აჰა ესერა აღიღეს რაჲ მოწაფეთა იოვანესთა გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს, უთხრეს იესუს, განეშორა მიერ და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა; და კუალად, „ოდეს ესმა, ვითარმედ იოვანე მიეცა საპყრობილედ, განეშორა მიერო და წარვიდა გალილეად“;1 და...

სარჩევი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა უჴმს მათ წარსლვაჲ; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი. ჰრქუა მათ იესუ: მომართუთ მე იგი აქა! და უბრძანა ერსა მას დასხდომად თივასა ზედა. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხნა, განტეხა და მისცა პური იგი მოწაფეთა თჳსთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას. ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსე. ხოლო იყვნეს, რომელთა ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა“ (14,15-21).

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან. და შე-რაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ. ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით“ (14,23-24).

რაჲსათჳს აღვალს მთად? რაჲთა გუასწაოს ჩუენ, ვითარმედ კეთილ არს უდაბნოს მყოფებაჲ და მარტოებაჲ, ოდეს გუენებოს ვედრებად ღმრთისა. ამისთჳს ზედაჲსზედა განვიდოდა უდაბნოდ და მუნ გარდაიჴადის ღამე ლოცვათა შინა, რაჲთა ჩუენ ვისწაოთ ჟამისა და ადგილისაცა მყუდროჲსაჲ განჩემებად...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ იგავნი ესე, წარვიდა მიერ. და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა“ (13,53-54).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს წარვიდა მიერ ადგილით? ამისთჳს, რამეთუ ენება ყოველთა ადგილთა თესვად სიტყჳსა მისისა. ხოლო მამულად მისა აწ ნაზარეთსა იტყჳს, რომლისათჳს თქუა ქუემორე, ვითარმედ: „არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს“,1 ხოლო კაპერნაუმს შინა მრავალნი ქმნნა სასწაულნი. ამისთჳსცა იტყოდა: „ხოლო შენ, კაპერნაუმ,...

სარჩევი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ჰეროდე მაშინ შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისა. რამეთუ ეტყოდა მას იოვანე: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად. და უნდა თუ მისი მოკლვაჲ, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი ეპყრა იგი. და ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაჲსი შორის, და სთნდა ჰეროდეს როკვაჲ იგი მისი, რომლისაგან ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაჲცა ითხოოს. ხოლო იგი წინაჲსწარ ბირებულ იყო დედისაგან თჳსისა და ჰრქუა: მომეც აქა ლანკნითა თავი იოვანესი, ნათლისმცემელისაჲ. და შე-ღათუ-წუხნა იგი, არამედ ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა ბრძანა მიცემად იგი მას; და მიავლინა და მოჰკუეთა თავი იოვანესი საპყრობილესა შინა. და მოართუეს თავი მისი ლანკნითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თჳსსა. და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს და უთხრეს იესუს“ (14,3-12).