თარგმანი: ეკლესია შესაკრებელად გამოითარგმანების და სახელ-სდებს მათ მოციქული შესაკრებლად ღმრთისა, და ეტყჳს ამას ძალსა, ვითარმედ: ვინაჲთგან ღმრთისა მოწაფენი ხართ და მისნი შესაკრებელნი, რაჲსათჳს კაცთა დაემოწაფენით, არა საღმრთოჲსა სწავლისა მეტყუელთა!
1 კორინთელთა მიმართ 1:2
1. პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და სოსთენე ძმაჲ,2. ეკლესიასა ღმრთისასა, რომელი არს კორინთეს შინა, განწმედილთა ქრისტე იესუჲს მიერ, ჩინებულთა წმიდათა, ყოველთა თანა, რომელნი ხადიან სახელსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, ყოველსა ადგილსა მათსა და ჩუენსა:3. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1