მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 1:22

21. რამეთუ ვინაჲთგან სიბრძნჲთა მით ღმრთისაჲთა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თჳსითა ღმერთი, ჯერ-იჩინა ღმერთმან ქადაგებითა მით სისულელისაჲთა ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ მათ.22. ვინაჲთგან ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ, და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ.23. ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარ-ცუმულსა: ჰურიათა სამე საცთურ, და წარმართთა სისულელე.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1
22. ვინაჲთგან ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ, და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ.
თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ. ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარცუმულსა (1,22-23).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ვჰრქუათ ჰურიასა თუ — "გრწმენინ!" — მეყსეულად სასწაულებსა და ნიშებსა ეძიებს დასამტკიცებლად ქადაგებისა მის. ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტეს ჯუარცუმულსა, რომელი-ესე არა თუ ოდენ არა საკჳრველებისა ოდენ საქმედ არა ჩანს, არამედ უფროჲსად უძლურებასაცა აჩუენებს, თუ ჴორციელად ვინ გულისჴმა-ჰყოფდეს. გარნა ამით, ჴორციელთა საცნობელთა წინაშე უძლურად შერაცხილითა, და წინააღმდგომად მათისა თხოვისა, არა მცირედნი მოიქცევიან სარწმუნოებად რომელ-ესე დიდსა მას ძალსა ღმრთისასა გამოაჩინებს. კუალად წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ ჩუენგან, არამედ მათცა ჯუარსა უქადაგებთ, რომელ-ესე ჴორციელითა გულისსიტყჳთა სისულელედ და სიცოფედ ჩანს ქადაგებაჲ ჯუარცუმულისა ღმრთისაჲ, არამედ ეგრეთცა ჰრწამსვე. აწ უკუე, არა დიდი საკჳრველი არს-ა ესე, რომელ თხოვისა მის მათისა წინააღმდგომთა საქმეთაგან მოიქცევიან? და კუალად ესეცა ძალი აქუს სიტყუასა ამას, ვითარმედ: ვინაჲთგან ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ და წარმართნი — სიბრძნესა, ჰპოებენ ორნივე ქრისტეს თანა, რასა-იგი ეძიებენ. ვითარ? —გარნა ესრეთ, რამეთუ ურწმუნოთა ჰურიათათჳს დაბრკოლება არს და საცთურად უჩნს ჩუენი...

სრულად ნახვა
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვინაჲთგან ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ, და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ (1,22).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ვჰრქუათ ჰურიასა, რაჲთა ირწმუნოს, მყის ნიშებსა და სასწაულებსა ითხოვს, დასამტკიცებელად ქადაგებისა მის, და უკუეთუ ვჰრქუათ წარმართსა მოსლვაჲ სარწმუნოებად, იგიცა სიბრძნესა ეძიებს ჩუენგან, რაჲთამცა ჴელოვნებითა სიტყუათაჲთა ვარწმუნეთ და კაცობრივსა გულისსიტყუასა თანა-შევატყუთ სიმაღლე ამის ქადაგებისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის