თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მით ღმრთისა მიერით, რომელი მოსცა მან კაცთა, ვერ იცნეს სიბრძნითა მით, რომელი ჩანს დაბადებულთა შორის, ცასა ზედა და ქუეყანასა და მზესა და მთოვარესა, და სხუათა ყოველთა დაბადებულთა ღმერთი; რამეთუ ღმერთმან მისცა მათ სიბრძნე და სწავლულებაჲ, რაჲთამცა მის სიბრძნისა მიერ გულისჴმა-ყვეს სიბრძნე იგი ღმრთისაჲ, რომელი ჩანს ამათ ყოველთა დაბადებულთა შინა. და მის სიბრძნისა გულისჴმის-ყოფითა იცნეს-მცა ღმერთი, არამედ მათ არა ქმნეს ესე. ამისთჳს ღმერთმან კუალად მათი სიბრძნე უჴმარ ყო, და სისულელითა მით ქადაგებისაჲთა სოფელი აცხოვნა. ხოლო სისულელედ ქადაგებისა იტყჳს, ერთად, სიმარტივესა მას სიტყუათა ქრისტეს ქადაგებისათასა, და რამეთუ არა არიან ესრეთ ძნელ ამაოდ, ვითარ საწარმართონი იგი. და კუალად, სისულელედ იტყჳს, რომელ-იგი ზემო თქუა თუ წარმართთა წინაშე სიცოფედ ჩანს სიტყუაჲ ჯუარისაჲ, და აქაცა ვითარცა მათ მაგიერ თქუა.
1 კორინთელთა მიმართ 1:21
თარგმანი: სიბრძნედ ღმრთისა, აწინდელსა ამას ადგილსა, ხილულთა ამათ დაბადებულთა უწოდს, —ცასა და ქუეყანასა და მათ შორის მყოფთა მათ ნივთთა. ვინაჲთგან უკუე სოფელმან შუენიერებისა ამისგან მსოფლიოჲსა აგებულებისა ვერ იცნა ღმერთი, ჯერ-იჩინა ღმერთმან ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ ჯუარისა მიერ, რომელი-იგი წარწყმედულთა მათ მიერ და ურწმუნოთა - სისულელედ შერაცხილ არს.
კჳრილესი: სიბრძნედ ღმრთისა კაცობრივსაცა ამას უწოდს გულისჴმის-ყოფასა და ენამჭევრობასა, რომელ არს ყუავილოვნებაჲ სიტყუათაჲ, რაჲთა გუასწავოს, ვითარმედ გონებისა შემოქმედ ღმერთი არს, და მომნიჭებელ ცნობისა და ენა-კეთილობისა, რომელნი-ესე წარმართთა არა კეთილად იჴუმინეს. და კუალად, სისულელედ ქადაგებისა სახელ-სდებს სიმარტივესა სიტყუათასა. რამეთუ სოფლურ იყვნეს ენითა ღმრთივგანბრძნობილნი იგი მოწაფენი სიტყჳსანი, ხოლო მდიდარ და სრულ იქმნნეს მეცნიერებითა.
...ლავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ“** (). და კვლავ: „რამეთუ ვინაჲთგან სიბრძნჲთა მით ღმრთისაჲთა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თჳსითა ღმერთი“ (), ანუ იმ სიბრძნით, რომელიც ქმნილებებში ჩანს — სწავლებით, რომელიც მცირე კი არა, ფრიად დიდი და უაღრესად ნათელია. და ისიც, რაც ყოველდღიურად მათი მეშვეობით ხდება, თუმცა ბუნებრივი მიმდევრობის მიხედვით მომხდარად ჩანს, მაინც თვითონაც შემოქმედს ქადაგებს. რადგან შემოქმედი ბუნების მეუფეც არის.
3. სჯულის ერის მხილება და ქრისტეს მოწმობა
ნუ გაგიკვირდება, თუ საყოველთაო განკითხვაზე საუბრისას სიტყვას იუდეველებისკენ მიმართავს. ასევე პავლეც ამბობს: „რისხვაჲ და გულის წყრომაჲ. ჭირი და იწროებაჲ ყოველსა ზედა სულსა კაცისასა, მოქმედსა ბოროტისასა, ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა!“ (). და კვლავ: **„რამეთუ რომელთ...