თარგმანი: სასუმლად კურთხევისა სისხლსა ქრისტესსა უწოდს, რომელი ჴელთა გჳპყრიეს, და რომლითა ვაკურთხევთ მას, რომელმან მომცა ჩუენ სისხლი თჳსი სასუმელად, და სუმითა მისითა შემაერთნა თავსა თჳსსა, ვითარცა ასონი თავსა.
15. ვითარცა ბრძენთა გეტყჳ თქუენ:16. სასუმელი ესე კურთხევისაჲ, რომელსა ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაჲ სისხლთა ქრისტესთაჲ არსა? პურსა ამას რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაჲ ჴორცთა ქრისტესთაჲ არსა?17. რამეთუ ერთ პურ და ერთ ჴორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10