თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რასა უკუე ვიტყჳ, ვითარმედ: კერპი არს რაჲმე-ა, ანუ ნაკერპავი იგი არს რაჲმე-ა? ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, ვითარმედ: ვინაჲთგან ესოდენ დიდისა საიდუმლოჲსაგან სახენი მოვიხუენ, ნუ გგონიეს, ვითარმცა ამით შემერაცხნეს რად კერპნი ანუ ნაზორევი მათი, რომელნი-იგი არცა რაჲ არიან, არცა რაჲ ძალ-უც რგებად ანუ ვნებად ვისსამე.
1 კორინთელთა მიმართ 10:19
18. იხილეთ-ღა ისრაჱლი ჴორციელად: ანუ არა რომელნი-იგი ჭამენ შესაწირავთა მათ, ზიარ საკურთხეველისა მის არიანა?19. რასა უკუე ვიტყჳ ამას, ვითარმედ კერპი იგი რაჲ არს, ანუ ნაგები იგი რაჲ არს?20. არამედ, ვითარმედ რომელსა-იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა; ხოლო მე არა მნებავს თქუენი ეშმაკთა ზიარებჲ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10