მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 10:20

19. რასა უკუე ვიტყჳ ამას, ვითარმედ კერპი იგი რაჲ არს, ანუ ნაგები იგი რაჲ არს?20. არამედ, ვითარმედ რომელსა-იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა; ხოლო მე არა მნებავს თქუენი ეშმაკთა ზიარებჲ.21. ვერ ჴელ-გეწიფების სასუმელი უფლისაჲ სუმად და სასუმელი ეშმაკთაჲ; ვერ ჴელ-გეწიფების ტაბლასა უფლისასა ზიარებაჲ და ტაბლასა ეშმაკთასა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10
20. არამედ, ვითარმედ რომელსა-იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა; ხოლო მე არა მნებავს თქუენი ეშმაკთა ზიარებჲ.
თავი ვ̂. რაჲთა არა ვეზიარებოდით ეშმაკთა, და რაჲთა არა ვერიდებოდით სყიდად, რაჲ გჳჴმდეს; და თუ ვითარითა სახითა ჯერ-არს დგომაჲ ლოცვასა შინა გინა მარხვასა, მამათაჲ ანუ დედათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ ვითარმედ რომელსა-იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა; ხოლო მე არა მნებავს თქუენი ეშმაკთა ზიარებაჲ (10,20).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ არა თუ მარგებელობისა ანუ მავნებელობისა შემძლებელად შემირაცხიან უსულონი იგი ძეგლნი, არამედ, ვინაჲთგან რაჲ-იგი მათდა შეიწირვის, ეშმაკთათჳს დაიკლვის, ამისთჳს განგაყენებ საქმისაგან, ღმრთისა საძაგელისა. რამეთუ, უკუეთუმცა ქუეყანისა ამის მეფისა სერსა ჩინებული დასაშჯელთა და განპატიჟებულთა ტაბლასა მიჰრბიოდე, რაოდენისამცა ბრალობისა თანამდებ იქმენ ყოველთა მიერ! ამისთჳს დაგაყენებ ერთგზის ზიარ-ქმნულთა საღმრთოჲსა ტაბლისათა საეშმაკოდ დაგებულსა მას ტაბლასა ზედა დაჯდომად.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის