თარგმანი: სიტყუაჲ ესე წამებად შემოღებულ არს ფსალმუნისაგან ოცდამესამისა, რომლისა მიერ ეტყჳს კაცსა, ვითარმედ: უკუეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, რომელ არიან ნაყოფნი, ნერგნი და ცხოველნი, რომელთაგან დაიკლვის ჴორცი, რაჲსაღა შენ გამოიწულილავ მათთჳს?
25. ყოველი, რომელი სამზარეულოს ისყიდებოდის, ჭამეთ და ნურარას განიკითხავთ იჭჳსათჳს.26. რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი.27. ხოლო უკუეთუ ვინმე გხადის თქუენ ურწმუნოთაგანი, და გნებავს მისლვაჲ, ყოველივე წინა-დაგებული თქუენი ჭამეთ და ნურარას განიკითხავთ იჭჳსათჳს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10