თარგმანი: ესე საქმე მათსა ნებასა ზედა მიუშუა, ვითარცა სთნდეს — მისლვაჲ და არა-მისლვაჲ. ხოლო წინადაგებულისათჳს განუწესა არარას მეტსა გამოძიებაჲ, რაჲთა არა უმეტესისა გამოძიებამან საგონებელ ყვნეს იგინი მოშიშ ყოფად კერპთაგან.
26. რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი.27. ხოლო უკუეთუ ვინმე გხადის თქუენ ურწმუნოთაგანი, და გნებავს მისლვაჲ, ყოველივე წინა-დაგებული თქუენი ჭამეთ და ნურარას განიკითხავთ იჭჳსათჳს.28. ხოლო უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ, ვითარმედ: ესე ნაკერპავი არს, - ნუ შჭამთ მის მაუწყებელისათჳს და იჭჳსა, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10