მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 10:33

32. დაუბრკოლებელ იყვენით ჰურიათა მიმართ და წარმართთა და ეკლესიათა ღმრთისათა,33. ვითარცა მე ყოვლითავე ყოველთა სათნო-ვეყოფვი, რამეთუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობჱსსა, არამედ მრავალთასა, რაჲთა ცხონდენ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10
33. ვითარცა მე ყოვლითავე ყოველთა სათნო-ვეყოფვი, რამეთუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობჱსსა, არამედ მრავალთასა, რაჲთა ცხონდენ.
თავი ვ̂. რაჲთა არა ვეზიარებოდით ეშმაკთა, და რაჲთა არა ვერიდებოდით სყიდად, რაჲ გჳჴმდეს; და თუ ვითარითა სახითა ჯერ-არს დგომაჲ ლოცვასა შინა გინა მარხვასა, მამათაჲ ანუ დედათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა მე ყოვლითავე ყოველთა სათნო-ვეყავ (10,33).:

თარგმანი: ვინაჲთგან ძნელ საგონებელი მოძღურებაჲ ჰრქუა და თანამდებ ყვნა იგინი ბრალსა, არა ხოლო ძმათა, არამედ უცხოთაცა დაბრკოლებისასა, ამისთჳს თავსა თჳსსა სახედ მისცემს, ვითარმედ: არა შეუძლებელსა გიბრძანებ, არცა სიტყჳთ ადვილად, არამედ საქმით სახის ჩუენებით გეტყჳ, რასა-ესე გეტყჳ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის