თარგმანი: რაჲსათჳს პირველ უდარესნი აჴსენნა — ჰურიანი და წარმართნი, — და მერმეღა უმაღლესი თქუა: "და ეკლესიისა ღმრთისა", —ვითარ-იგი უსაკუთრეს არს? — ესე ამისთჳს, რამეთუ ეკლესიაჲ შესაკრებელად გამოითარგმანების. ხოლო შესაკრებელი ამათგან შემოკრბების, რომელ არიან ჰურიანი და წარმართნი. რამეთუ ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო შინაგანთა მათ ეკლესიისათა გიჴმს კრძალვაჲ, რომელ არიან ძმანი შენნი, არამედ გარეშეთაჲ მათცა, რომელ არიან ჰურიაობასა და მეკერპეობასა შინა დაშთომილნი იგი ჯერეთ, რაჲთა იგინიცა მოვიზიდნეთ სარწმუნოებად, კრძალულებით ჩუენებითა მათდა ყოვლისა სახისა წესიერისა და აღმაშენებელისაჲთა.
1 კორინთელთა მიმართ 10:32
..., ვინც ყოველდღე ეკლესიაში დადის და მუდამ მოძღვრებას ისმენს, მოულოდნელად იქ გამოჩნდება და მათთან აირევა, განა ჩვენს (სწავლებას) მოტყუებად არ ჩათვლიან და ჩვენთან არსებული ყველაფრის შესახებ იმავე აზრზე არ დადგებიან? განა არ ისმენ, როგორ ნეტარი პავლე ხმამაღლა არწმუნებს და ურჩევს: „დაუბრკოლებელ იყვენით" ()? და რომ არ იფიქრო, თითქოს ეს შეგონება მხოლოდ ჩვენიანებს ეხება, ერთ საზოგადოებას რომ ვეკუთვნით, მან დაუმატა: „ჰურიათა მიმართ და წარმართთა", და შემდეგ უკვე თქვა: „და ეკლესიათა ღმრთისათა". არაფერი ისე არ გვავნებსს რწმენას, როგორც ის, როცა ურწმუნოთ საცდურს ვაძლევთ. როცა ისინი ხედავენ, რომ ჩვენგან ზოგიერთნი სათნოებით ბრწყინავენ და ამქვეყნიურისადმი დიდ ზიზღს გამოხატავენ, მაშინ მათგან ზოგი წყრება, ზოგი კი ხშირად გაოცებას მოდის და აღტაცდება, რომ ბუნებით თანასწორი ადამიანები მათგან განსხვავებულად ცხოვრობენ. პირიქით, როცა ჩვენგან ვინმეში თუნდაც მცირე უზრუნველობას შეამჩნევენ, მაშინვე ენას ჩვენ ყველას წინააღმდეგ ილესავენ და ერთის უზრუნველობის გამო ყველა ქრისტიან ხალხზე საყოველთაო განაჩენს გამოიტანენ. და ამით არც კი ჩერდებიან, არამედ, თავიანთ წარსაწყმედლად, მონათა უზრუნველობის გამო ყოვლის მეუფის გმობასაც ბედავენ და სხვის დაუდევრობა...
...ამეთუ დაღაცათუ მე არა მევნოს, ანუ სხუასა ვისმე მეცნიერსა, არამედ უძლური და უმეცარი ძმაჲ იპოების და ევნების. და ჯერ-არს ამისიცა უძლურებისათჳს ღუწოლაჲ. დაღაცათუ ქრისტეანესა არა ევნოს, არამედ წარმართმან იხილოს და ევნოს. ხოლო მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „დაუბრკოლებელ ვიყვნეთ ჰურიათაცა მიმართ და წარმართთა“. და ესრეთ ჯერ-არს, რაჲთა განვაგნეთ თავნი ჩუენნი, რაჲთა არცა ურწმუნოთაგანსა ვისმე აქუნდეს ჩუენ ზედა სიტყუაჲ ვნებისაჲ, და ვითარცა კეთილისმოქმედნი ადიდებენ ღმერთსა ცხორებითა მათითა, ეგრეთვე რომელთა არა აქუნდეს ცხორებაჲ ჯეროვანი, გმობად-სცემენ სახელსა ღმრთისასა. არამედ ნუ იყოფინ, რაჲთამცა ესევითარი ვინ იყო ჩუენგანი! გარნა ესრეთ ვისწრაფოთ გამობრწყინვებად საქმეთა ჩუენთა, რაჲთა იდიდოს მამაჲ ჩუენი ზეცათაჲ, და მის მიერ დიდებაჲ მოვიღოთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.