მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 10:6

5. არამედ არა მრავალნი მათგანნი სათნო-იყვნა ღმერთმან, რამეთუ დაეცნეს იგინი უდაბნოსა ზედა.6. და ესენი სახე ჩუენდა იქმნეს, რაჲთა არა ვიყვნეთ ჩუენ გულის მთქუმელ ბოროტისა, ვითარცა-იგი მათ გული უთქუმიდა.7. ნუცა კერპთმსახურ იქნებით, ვითარცა-იგი მათგანნი ვინმე, ვითარცა წერილ არს: დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10
6. და ესენი სახე ჩუენდა იქმნეს, რაჲთა არა ვიყვნეთ ჩუენ გულის მთქუმელ ბოროტისა, ვითარცა-იგი მათ გული უთქუმიდა.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ესენი სახედ ჩუენდა იქმნნეს (10,6).:

თარგმანი: ვითარ-იგი ზღჳსა განვლაჲ და საზრდელი და სასუმელი მათი სახე იყო ნათლისღებისა და ზიარებისა ჩუენისაჲ, ეგრეთვე შემდგომად ესოდენთა ნიჭთა წარწყმედაჲ მათი, სახე არს ჩუენდა. ნუუკუე შემდგომად ნათლისღებისა და ესოდენთა ნიჭთა მიმთხუევისა კუალად მივეცნეთ წარსაწყმედელსა, რაჟამს არა ღირსად მწოდებელისა მის ჩუენისა ვიქცეოდით.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის