თარგმანი: რაჲსათჳს არა სათნო-იყვნა, არამედ რამეთუ შემდგომად ესოდენთა მათ ქველისმოქმედებათა ღმრთისათა ეგოდენი უმადლოებაჲ აჩუენეს და არა დაადგრეს მცნებათა მისთა, ამისთჳსცა თჳნიერ ფრიად მცირედთაჲსა, ვითარ-იგი იყვნეს ისუ და ქალებ, უმრავლესთა მათ ეგჳბტით გამოსრულთა ძუალნი უდაბნოსა ზედა დაცჳვეს.
1 კორინთელთა მიმართ 10:5
4. და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს; რამეთუ სუმიდეს იგინი სულიერისა მისგან კლდისა, რომელიცა შეუდგა; ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე.5. არამედ არა მრავალნი მათგანნი სათნო-იყვნა ღმერთმან, რამეთუ დაეცნეს იგინი უდაბნოსა ზედა.6. და ესენი სახე ჩუენდა იქმნეს, რაჲთა არა ვიყვნეთ ჩუენ გულის მთქუმელ ბოროტისა, ვითარცა-იგი მათ გული უთქუმიდა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10