მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 10:9

8. ნუცა ვისიძავთ, ვითარცა-იგი ვიეთმე მათგანთა ისიძვეს და დაეცნეს ერთსა შინა დღესა ოც და სამი ათასი.9. ნუცა განვსცდით უფალსა, ვითარცა-იგი მათგანთა ვიეთმე გამოცადეს და გუელთა მიერ წარწყმდეს.10. ნუცა ვდრტჳნავთ, ვითარცა-იგი მათგანნი ვინმე დრტჳნვიდეს და წარწყმდეს მომსრველისა მისგან.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10
9. ნუცა განვსცდით უფალსა, ვითარცა-იგი მათგანთა ვიეთმე გამოცადეს და გუელთა მიერ წარწყმდეს.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუცა განვსცდით უფალსა, ვითარცა-იგი მათგანთა ვიეთმე გამოცადეს და გუელთა მიერ წარწყმდეს (10,9).:

თარგმანი: აქა კუალად სხუასა ბრალსა დასდებს კორინთელთა ზედა, ვითარ გამოცდით სასწაულთმოქმედებასა ითხოვდეს ღმრთისაგან მსგავსად ჰურიათაჲსა.

ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სოდომი და წარსულ სასჯელთა მოწმობა:

...“** (); „ნუცა ვდრტჳნავთ, ვითარცა-იგი მათგანნი ვინმე დრტჳნვიდეს და წარწყმდეს მომსრველისა მისგან.“ (); „ნუცა განვსცდით უფალსა, ვითარცა-იგი მათგანთა ვიეთმე გამოცადეს და გუელთა მიერ წარწყმდეს.“ (). თუ სიძვამ ასეთი ძალა გამოიჩინა და თუ დრტვინვამაც , ჩვენი ცოდვები რას არ მოიმოქმედებს? თუ ახლა სასჯელს არ ითხოვს, ნუ გაგიკვირდება; რადგან მათ გეენა არ იცოდნენ, ამიტომ ფეხდაფეხ მოსული სასჯელებით ისჯებოდნენ; შენ კი რამდენიც უნდა შესცოდო, თუნდაც არავითარი სასჯელი არ მიიღო, იქ გადაიხდი.

მაშ, უფრო ყრმებრივებს და არც ასე ბევრში შემცოდეებს ასე სჯიდა, ჩვენ კი დაგვინდობს? ამას საფუძველი ვერ ექნებოდა. რადგან თუნდაც იგივე შევცოდოთ, რაც მათ , უფრო დიდი სასჯელის ღირსნი ვართ. რატომ?...

სრულად ნახვა