მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 11:11

10. ამისთჳს ჯერ-არს დედაკაცისა, რაჲთა ფლობაჲ აქუნდეს თავსა თჳსსა ზედა ანგელოზთათჳს.11. ხოლო არცა მამაკაცი თჳნიერ დედაკაცისა, არცა დედაკაცი თჳნიერ მამაკაცისა უფლისა მიერ.12. რამეთუ ვითარცა-იგი დედაკაცი ქმრისაგან არს, ეგრეთცა ქმარი - ცოლისათჳს; ხოლო ყოველივე ღმრთისაგან არს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11
11. ხოლო არცა მამაკაცი თჳნიერ დედაკაცისა, არცა დედაკაცი თჳნიერ მამაკაცისა უფლისა მიერ.
თავი ვ̂. რაჲთა არა ვეზიარებოდით ეშმაკთა, და რაჲთა არა ვერიდებოდით სყიდად, რაჲ გჳჴმდეს; და თუ ვითარითა სახითა ჯერ-არს დგომაჲ ლოცვასა შინა გინა მარხვასა, მამათაჲ ანუ დედათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო არცა მამაკაცი თჳნიერ დედაკაცისა, არცა დედაკაცი თჳნიერ მამაკაცისა უფლისა მიერ (11,11).:

თარგმანი: ვინაჲთგან მრავალსახედ დაამჴუა დედაკაცი, რაჲთა არავინ სრულიად უჴმარ ჰგონოს იგი, ამისთჳს ზედა-დაჰრთავს, ვითარმედ: აწ არღარა პირველისა მის დაბადებისაებრ არს მიწისაგან შექმნაჲ მამაკაცისაჲ და მისგან დაბადებაჲ დედაკაცისაჲ. არამედ ორნივე სწორად საჴმარ არიან შვილთ სხმისათჳს. ამისსა შემდგომად, რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ — "პირველი იგი ოდენ დაბადებაჲ მათი უფლისა მიერ იყო, ხოლო აწ თჳთ კმა არიან მოქმედებად შვილთა", — ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ესენი ორღანონი ოდენ არიან საქმისანი, ხოლო ყოველივე უფლისა მიერ იქმნების; არა ხოლო მაშინდელი მიწით დაბადებაჲ და გუერდით მოღებაჲ, არამედ აწინდელიცა, შეერთებითა მეუღლეთაჲთა, ყოველივე უფლისა მიერ იქმნების, და თჳნიერ მისსა არცა ერთი რაჲ კეთილთაგანი შესაძლებელ იქმნების.

საუბარი 15. „ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი" (დაბ 2:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. „ძუალი ძუალთა ჩემთაგანი" და წინასწარმეტყველება (2:22-23):

...ედაკაცი მამაკაცისათჳს"** (). ასეა, იტყვი; მაგრამ ეს სიტყვები აჩვენებს, რომ ცოლი ქმრისგან წარმოიშვა. მოითმინე, და მომდევნოდან ჭეშმარიტ სწავლებას დაინახავ. მოციქული ამბობს: „ხოლო არცა მამაკაცი თჳნიერ დედაკაცისა, არცა დედაკაცი თჳნიერ მამაკაცისა" (), რითაც გვასწავლის, რომ (პირველი ცოლის შექმნის) შემდეგ კაცისა და ცოლის შობა ორივეს თანამონაწილეობით ხდება. ამიტომაც ადამმა თქვა: „აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი".

4. ქორწინების წინასწარმეტყველება და ღვთის სიყვარული (2:23-25)

შემდეგ, რათა ადამის წინასწარმეტყველების ზედმიწევნითობაში დარწმუნდე — იმაში, რომ მის მიერ ნათქვამი დღემდე სრულდება და (სამყაროს) დასასრულამდეც აღსრულდება, — ისმინე, რა მოსდევს. „ამას, — ამბობს, — ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც" (). ხედავ, როგორ (ადამმა) ყოველივე გვიხსნა, თავისი წინასწარმეტყველური სულით ყოველ გარემოებას ზუსტად ამხელს. **„ამას, — ამბობს, — ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამო...

სრულად ნახვა