თარგმანი: იხილე უსწოროებაჲ; ვითარ დედაკაცი მამაკაცისაგან არს, ხოლო მამაკაცი — არა დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცისათჳს ოდენ, ესე იგი არს ცოლისათჳს. რამეთუ პირველი მიზეზი, შემდგომად პირველისა მის მიზეზისა, რომელ არს ღმერთი, მამაკაცი ყოფილ არს დედაკაცისა, რამეთუ მისგან და მისთჳს დაიბადა დედაკაცი ღმრთისა მიერ.
1 კორინთელთა მიმართ 11:12
11. ხოლო არცა მამაკაცი თჳნიერ დედაკაცისა, არცა დედაკაცი თჳნიერ მამაკაცისა უფლისა მიერ.12. რამეთუ ვითარცა-იგი დედაკაცი ქმრისაგან არს, ეგრეთცა ქმარი - ცოლისათჳს; ხოლო ყოველივე ღმრთისაგან არს.13. თჳთ თქუენ შორისღა განიკითხეთ ესე: შუენისა დედაკაცსა დაუბურველად წინაშე ღმრთისა ლოცვაჲ?
1 კორინთელთა მიმართ თავი 11