თარგმანი: ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე ჰნებავს ძლევის მოყუარე ყოფად; ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ კაცობრივითა ვინმე და მსოფლიოჲთა სიბრძნითა წადიერ იყოს უკუნ-ქცევად და დაჴსნად სიტყუათა ამათ, ჩუენ და ეკლესიათა ღმრთისათა ესე ჩუეულებად არა გუაქუს, რაჲთამცა გამოვეძიებდით სიტყუასა მოძღუართასა, არამედ გამოუძიებელად და წინააღუდგომელად მივითუალავთ ბრძანებასა მათსა.
1 კორინთელთა მიმართ 11:16
15. ხოლო დედაკაცმან თუ გარდაუტეოს, დიდება არს მისა, რამეთუ თმაჲ იგი სამკაულად მოეცა მას.16. ხოლო უკუეთუ ვისმე ცილობის ჰნებავს, ჩუენ ეგევითარი ჩუეულებაჲ არა გუაქუს, არცა ეკლესიათა ღმრთისათა.17. ამას რაჲ გამცნებ, არა გაქებ, რამეთუ არა უმჯობესად, არამედ უნაკლულევანესად შეჰკრბებით.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11