თარგმანი: საჭირო არს, რაჲთა აწინდელისაცა ამის ბრალობისა მიზეზთა წარმოთქუმითა უადვილეს ვყოთ ძალი სიტყუათა ამათ წინამდებარეთაჲ. ესე იგი არს, რამეთუ ვითარცა პირველ, დასაბამსა პეტრეს მიერ სამ ათასთა რწმუნებისასა, ზოგად იყოფოდეს ყოველნი იგი და ერთბამად საზოგადო ყვიან ყოველი თჳსი თითოეულისაჲ და ზოგად ისერებდიან, ესევე წესი კორინთელთა შორისცა დაცვულ იყო, არამედ არა მითვე კრძალულებითა; რამეთუ სახესა ოდენ რასმე მისსა ჰყოფდეს, ვითარცა ნაკადულსა დიდისა მდინარისასა. ესე იგი იყო, რამეთუ ვინაჲთგან რომელნიმე გლახაკ იყვნეს და რომელნიმე მდიდარ, ამისთჳს არა ყოველთა საზოგადო ჰყოფდეს მდიდარნი იგი ნაქონებსა მათსა, არცა სამარადისოდ სწორებით იზარდებოდიან, გარნა დღეთა ოდენ დღესასწაულისათა, შემდგომად წმიდათა საიდუმლოთა მიღებისა, ზოგად ინაჴ-იდგიან. და დასაბამსა მდიდარნი იგი მოიღებდიან სანოვაგეთა და გლახაკთა და უქონოთა თანა სწორებით ჭამდიან. ხოლო უკუანაჲსკნელ ესეცა ჩუეულებაჲ განრყუნეს, მიზეზითა ურთიერთას განწვალებისა და ამის და მის ვისდადმე ქმნისაჲთა. ამისთჳს აწ მოციქული მხილებით ეზრახების დაჴსნისათჳს ჩუეულებისა ამის კეთილისა და ფრიად საჴმრისა, რომელი-ესე...
1 კორინთელთა მიმართ 11:17
16. ხოლო უკუეთუ ვისმე ცილობის ჰნებავს, ჩუენ ეგევითარი ჩუეულებაჲ არა გუაქუს, არცა ეკლესიათა ღმრთისათა.17. ამას რაჲ გამცნებ, არა გაქებ, რამეთუ არა უმჯობესად, არამედ უნაკლულევანესად შეჰკრბებით.18. პირველად უკუე, რამეთუ შეკრებასა მას თქუენსა ეკლესიად მესმის, ვითარმედ წვალება არიან თქუენ შორის, და ზოგს-რაჲმე მრწამს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11